გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაყვა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჭანტურიას დისკვალიფიკაცია ჰოლანდიის ჩემპიონატში არ გადაყვა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშის დროს, სადაც ჭანტურია იჯარით იმყოფებოდა, გიორგიმ მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში ალექსანდრ კოკორინთან ჩხუბის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო ყველაზე მკაცრად დასაჯეს. იყო საუბარი, რომ დისკვალიფიკაცია ფორვარდს სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაშიც გადაყვებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ჭანტურია "ჰერაკლესთან" ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ არნემის "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში სამივე ქართველი ფეხბურთელი იყო: გურამ კაშია,
ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. ქართველთა გუნდმა 3:1 მოიგო.

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

გიორგი ჭანტურიათი სერია A-ს "პარმა" დაინტერესდა
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამიოღონ )))))
dato
18:19 04-08-2013
0
ჰერაკლესთან დღეს ჭანტურიამ შესანიშნავად ითამაშა.ცოტა რომ გამართლებოდა გოლსაც გაიტანდა.
ჯ.ჩ.
19:00 04-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული