რას ერჩის პეტერ სორენსენი ქართველებს? მათე ვაწაძე გაკვირვებულია

AutoSharing Option
25 სექტემბერს, დანიის თასზე, "ორჰუსი" ქვედალიგელ "ბრონსჰოის" ესტუმრა და 3:1 გაიმარჯვა. ალბათ, ბოლო პერიოდში იშვიათი ამბავი იყო, როცა "ორჰუსში" ერთ ქართველსაც არ უთამაშია.

დავით დევდარიანი ტრავმირებული გახლდათ, მათე ვაწაძე განაცხადში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა არ ათამაშა.

"უთამაშებლობის მიზეზი მეც ვერ ამიხსნია. მწვრთნელი თამაშს შემპირდა, მაგრამ მატჩის შემდეგ მითხრა, რომ საამისო საჭიროება არ იყო და ჩემპიონატისთვის დაგასვენეო", - ამბობს ტრავმამოშუშებული ვაწაძე, რომელსაც ახლა დასვენებაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და სად შეიძლება ამ პრაქტიკის მიღება, თუ არა სათასო მატჩში?

ყველაზე
გაუგებარი დავით სხირტლაძის ამბავი აღმოჩნდა. ის ხსენებული მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. არადა, ჯანმრთელადაა, მისი უთამაშებლობის მიზეზი კი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებიდან (ლუქსემბურგთან და სლოვაკეთთან) კლუბში დაბრუნებულმა თავდამსხმელმა "ორჰუსში" მხოლოდ ერთხელ, 15 სექტემბერს, დანიის სუპერლიგაში "ვიბორგის" წინააღმდეგ ითამაშა - მაშინ ქართველების გუნდი 0:1 დამარცხდა.

ჯერჯერობით არ დასტურდება გავრცელებული ხმები, თითქოს, სხირტლაძე კლუბით უკმაყოფილოა, წამოსვლა სურს და რომ მისი საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

20 წლის თავდამსხმელს "ორჰუსთან" კონტრაქტი აკავშირებს და გუნდს ასე იოლად ვერ დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული