
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "დინამოს" საფრთხილოდ აქვს საქმე - გუნდი ქვედა ექვსეულში მე-4 ადგილზეა 30 ქულით, შემდეგ ადგილზე მყოფ "ნაფტანს" კი ქულებით ვერ უსწრებს. მე-5 ადგილზე გასული გუნდი კი უმაღლესში დარჩენისთვის გადათამაშებაში იბრძოლებს.
გოგოლაძის გუნდს პარასკევს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, კონკურენტ "ნაფტანს" მასპინძლობს.
თუმცა ამჯერად საფეხბურთო კუთხით არ გვინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება იქ მოთამაშე ქართველ ლეგიონერზე...
"ბელსატმა"
შედეგი სავალალო აღმოჩნდა, ლეგიონერთა დიდ ნაწილს ბელორუსულ ენასთან შეხებაც არ ჰქონია. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც საერთოდ გაგონილიც კი არ ჰქონდათ, ასეთი ენა რომ არსებობდა!
"ბელსატი" უჩას აზრითაც დაინტერესდა: "რა თქმა უნდა, გამიგონია, რომ ბელორუსი ორენოვანი ქვეყანაა, მაგრამ აქ ყველგან რუსული დომინირებს. ალბათ, ასეთივე სიტუაციაა უკრაინაშიც.
საქართველოში ეს, უბრალოდ, შეუძლებელია მოხდეს. ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ქართული ენა. რაც შეეხება ბელორუსულს, ერთი სიტყვა ვიცი - "ძიაკუი".
და კიდევ, სეზონის წინ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელთა გვარები ბელორუსულ ყაიდაზე დაეწერა. ასე გავხდი გოგოლაძე გაგალაძე", - ამბობს ქართველი ლეგიონერი და მიუხედავად იმისა, რომ მასაც საკმაოდ მწირი ცნობა აქვს ბელორუსულ ენაზე, მისი კომენტარი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა გამოკითხულთა შორის.
ასევე იხილეთ:
ზვიად ქანთარია: ბრესტის "დინამოში" ისეთი გარემო დამხვდა, ვერ წარმოვიდგენდი