ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-12 ტურში არნემის "ვიტესმა" სტუმრად დაამარცხა ამსტერდამის "აიაქსი" 1:0.
ამ გამარჯვებით ქართველთა გუნდმა გადაასწრო "აიაქსს" და 21 ქულით ლიდერთა შორის დამკვიდრდა. რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვების გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე ვალერი (ვაკო) ყაზაიშვილმა გაიტანა.
მასპინძლებმა მოულოდნელად დაკარგეს ბურთი, ქართველმა ნახევარმცველმა ბურთით საჯარიმოს მისადგომამდე ირბინა, შემდეგ კი ცაციით შორეულ კუთხეში გაიტანა.
ყაზაიშვილი 73-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე. ეს მისი მე-3 გოლია ჰოლანდიის ჩემპიონატში.
კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო იყო.
00:34 03-11-2013
ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა - "ვიტესმა" ამსტერდამში მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ველოდებით შოტლანდიასთან,სლოვაკეთთან!!!ამათ თუ ვერ აჯობეს და სადაც უნდა იქ გაუტანიათ ,რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის?