პეტერ სორენსენი: ვაწაძე და სხირტლაძე სასტარტოში თამაშის შესანიშნავი ალტერნატივები არიან

AutoSharing Option
დანიის თასის მერვედფინალში ქართველთა "ორჰუსმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა კოპენჰაგენის "ბ-93" და მეოთხედფინალში გავიდა.

ამ შეხვედრაში "ორჰუსი" მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის ქართული წყვილით უტევდა. 68-ე წუთზე მათე შეცვალეს, მანამდე 4 წუთით ადრე კი მოედანზე დავით დევდარიანიც გამოჩნდა. ასე რომ, სულ ცოტა ხნით მოედანზე "ორჰუსის" სამივე ქართველი იყო.

ორივე გოლი ედაფე ეგბედიმ გაიტანა, პირველ და 47-ე წუთებზე. "ორჰუსის" ოფიციალური საიტი წერდა, რომ პეტერ სორენსენმა, ფაქტობრივად, სულ სხვა გუნდს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა თქვა:

"დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე
შესანიშნავი ალტერნატივები არიან მათთვის, ვინც ახლა თამაშობენ "ორჰუსის" სასტარტოში შეტევაში"
.

სორენსენმა დევდარიანზეც ილაპარაკა:

"დავითს შეეძლო თავიდანვე დაწყება მატჩის, თუმცა ედი კარგად თამაშობს, ხოლო დევდარიანს ბოლო დროს უჭირს".

ასევე იხილეთ:
დავით სხირტლაძემ "ორჰუსის" დუბლებში გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული