ვაკო ყაზაიშვილი: არნემში ჩემთვის სასურველი გარემოა და სად უნდა წავიდე?

AutoSharing Option
წლეულს ვალერი ყაზაიშვილის საკლუბო კარიერა წარმატებულად აეწყო - ჰოლანდიური ერედივიზიონის "ვიტესში" 14-დან 13 ტურში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ცხადია, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი 2 ნოემბერს, "ამსტერდამ არენაზე" "აიაქსის" კარში გატანილი გოლი იყო.

თანაგუნდელ გიორგი ჭანტურიასთან ერთად, ყაზაიშვილი ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელიცაა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში მან 2 გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა "ლელოს" გაუმხილა, რომ ჰოლანდიის მთავარი დივიზიონის სხვა კლუბში გადასვლის შანსი ჰქონდა:

"წინა სეზონში 18 კაცშიც ვერ ვხვდებოდი, ფაქტობრივად, მთელი ეს დრო დუბლებში გავატარე. არადა, იქ კარგად ვთამაშობდი. ძველი მწვრთნელი რაღაცით
უკმაყოფილო იყო და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა.

წლეულს თითქმის ყველა მატჩი ვითამაშე, თანაც, უმრავლესობა - ძირითადში. ეს მწვრთნელ პეტერ ბოსის დამსახურებაა. ის კარგად მიცნობს. საქმე ისაა, რომ "ვიტესის" დუბლებში მისი შვილის გვერდით ვთამაშობდი და ჩვენს მატჩებს ხშირად ესწრებოდა.

სეზონის დაწყებამდე კი ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ "ვიტესში" დანიშვნამდე ბოსი 3 წელი "ჰერკულესს" ავარჯიშებდა და ამ გუნდში ჩემი წაყვანა სურდა.

როგორც ჩანს, მერაბ ჟორდანიას ჩემი იმედი ჰქონდა და არ გამიშვა",
- ამბობს ყაზაიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ამბობს, რომ კლუბის შეცვლაზე ახლა არც ფიქრობს:

"ახლა არავის უთქვამს, რომ ჩემით რომელიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ნელ-ნელა გუნდში ადგილს ვიმკვიდრებ და გულწრფელად რომ გითხრათ, მირჩევნია, ჯერ ისევ "ვიტესში" მოვიკიდო ფეხი უფრო მყარად, გავიზარდო და ტრანსფერზე მერე ვიფიქრო.

არნემში ჩემთვის სასურველი გარემოა და სად უნდა წავიდე?

მართალია, მერაბ ჟორდანია "ვიტესის" მეპატრონე აღარ არის, მაგრამ კლუბის პრეზიდენტად რჩება და ქართველების დატოვებაც სურს.

მეც მაქვს იმედი, რომ ჰოლანდიელებს "ვიტესიდ
ან" თავს უფრო კარგადაც გავაცნობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალი იმედი: ვაკო ყაზაიშვილმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს
ვაკო ყაზაიშვილი: ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია
ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა - "ვიტესმა" ამსტერდამში მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული