ლევან მჭედლიძე: რაც მთავარია, ახლა ჯანზე ვარ, მშვიდად ვარ და კარგ ფორმაშიც ვარ

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" 32 ქულით პირველ ადგილზეა სერია B-ში და ელიტაში გადასვლისთვის იბრძვის. მართალია, ქართველი ფორვარდი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა (14 მატჩში 1 გოლი), მაგრამ პრესაში დადებითი გამოხმაურება აქვს და ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა.

"ჩეზენასთან" მატჩის წინ მას ინტერვიუ "პიანეტა ემპოლიმ" ჩამოართვა:

- როგორ თამაშს ელით "ჩეზენასთან" შაბათს?
- მძიმე თამაშს, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე ახლა კრიზისშია. ჩვენი მიზანი კი, როგორც ყოველთვის, 3 ქულის მოპოვება იქნება. ამისთვის კი ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. ასეც იქნება.

- იმედოვნებთ, რომ სასტარტოში ითამაშებთ?
- რა
თქმა უნდა, საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს. ჩემზე წინ 2 ძალიან კარგ ფორვარდს აყენებენ ხოლმე, თუმცა კონკურენცია უფრო მეტად მაწყობს, რადგან ამის გამო ვარჯიშებსა და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები. თუ მწვრთნელი სასტარტოში მათამაშებს, თავს არ დავზოგავ.

- ალბათ, გოლის გატანის იმედიც გაქვთ, რომელთანაც ასე ახლოს იყავით გასულ შაბათს...
- მაშინ "კროტონეს" მეკარე გომისმა დიდი გოლკიპერის შესაფერისი რეაქცია გამოამჟღავნა. ძალიან დამწყდა გული, რადგან ეს გამარჯვების გოლი იქნებოდა. მაგრამ არა უშავს, მომენტებს კიდევ შევქმნი და გოლებიც იქნება. რაც მთავარია, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მშვიდად ვარ და კარგ ფორმაში ვარ.

- რა არის "ემპოლის" ყველაზე ძლიერი მხარე, გუნდური თამაში?
- დიახ, ნამდვილად ასეა. ეს არის ფანტასტიკური გუნდი.

ასევე იხილეთ:
ლევან მჭედლიძის ტრავმა და ირაკლი შეყილაძის გოლი "ემპოლის" ტესტ-მატჩში
მკითხველის კომენტარები / 5 /
და გრამატიკასაც კარგად ფლობ
ganatleba
16:29 13-12-2013
0
არაა ხალხო ეს ფეხბურთელი,,,,არაა
გუგუ
16:50 13-12-2013
0

სიახლეები პოპულარული