კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - ლაშა კასრაძე "აზალში" წავიდა

AutoSharing Option
ჯაბა დვალის გარდა, აზერბაიჯანში 23 იანვარს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა - ლაშა კასრაძემ "აზალთან" ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ კლუბში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

კასრაძე 23 წლის გახლავთ, დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და საყრდენ ნახევარმცველადაც. ის "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია და ბოლო წლებში ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.

მისი გადაბირებით ერთი-ორი მოწინავე ქართული კლუბიც იყო დაინტერესებული, თუმცა კასრაძე იქ წავიდა, სადაც ბევრად უკეთესი ანაზღაურება და პერსპექტივაა.

"აზალი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში ახლა მე-7 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდი მაღალი მიზნებისთვის არ
იბრძვის, თუმცა სამომავლოდ უფრო მეტი ფულის დახარჯვას აპირებსო, ასე გავიგეთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება კასრაძისა და "აზალის" თანამშრომლობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები კასრა.
Tengo
13:43 25-01-2014
0

სიახლეები პოპულარული