ვერსია - როგორ მოხვდა მერაბ ჟორდანია მალტაში?

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიამ ახალი გამოწვევა მიიღო, მალტურ "ვალეტაში" მივიდა, რითიც გააბათილა ხმები იმის შესახებ, ვითომდა რაიმე რეგალიით აპირებდა ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას.

როგორ მოხვდა ჟორდანია "ვალეტაში"? ამის თაობაზე უკვე დაიწერა ჰოლანდიურ მედიაში, თუმცა მკაფიოდ იქ არაფერი თქმულა.

ჟორდანია არ არის ის ფიგურა, უბრალო საქმეს მოჰკიდოს ხელი ან შემთხვევით გაჩნდეს ამა თუ იმ ადგილზე. "ვიტესში" მისი მისვლა რომან აბრამოვიჩს უკავშირდებოდა. ჰოლანდიურ მედიას თუ დავუჯერებთ, იმ ხნის განმავლობაში, რაც ჟორდანია ხელმძღვანელობდა ამ კლუბს, 100 მილიონი ევრო დაიხარჯა.

რატომ გაიყო "ვიტესისა" და ჟორდანიას გზები? ჩვენებური
მენეჯერის ხელში ეს პერიფერიული გუნდი ჰოლანდიის ერთ-ერთი მოწინავე კლუბად იქცა.

ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჯერ კულუარებშიც არ ისმის; სამაგიეროდ, გაჩნდა ვერსია, თუ როგორ მივიდა ჟორდანია "ვალეტაში".

ჯერ კიდევ 90-იან წლებში ბრიტანეთში გამოჩნდა ქართველი ბიზნესმენი, რომელიც საფეხბურთო წრეებშიც მიღებული კაცი გახლდათ. მიხეილ სურგულაძეს ყველა წარმატებულ ადამიანად იცნობს და, როგორც ამბობენ, ჟორდანიასთან მას დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სურგულაძემ ბიზნესსაქმიანობას მალტაშიც მიჰყო ხელი და იმის გამო, რომ მეტი რესპექტაბელურობა მოეპოვებინა, "ვალეტას" დაფინანსებაც გადაწყვიტა. ცხადია, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი, საქმის კარგად მცოდნე და სანდო მენეჯერი და სურგულაძემაც "ვალეტას" გაძღოლა ჟორდანიას შესთავაზა.

რამდენად მართალია ეს ყველაფერი, მალე გამოჩნდება. ისე კი, არა გვგონია, სურგულაძისა და ჟორდანიას მალტური პარტნიორობა არაფრისგან მოგონილი ამბავი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
sbnation: მისტიკური ქართველისა და მისი "ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგაა!
რევიშვილი, მაისურაძე და ოვონიკოკო "ვალეტას" მაისურით კვირას ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ისე კი, არა გვგონია, სურგულაძისა და ჟორდანიას მალტური პარტნიორობა არაფრისგან მოგონილი ამბავი იყოს" - ამ წინადადების მნიშვნელობა რა არის, გენიოს?
ოდალა
12:31 31-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული