"ორჰუსის" თავკაცი: დავით სხირტლაძე შეტევაში კარგია, ჩვენ გვყავს დავით დევდარიანიც

AutoSharing Option
დანიის ჩემპიონატის განახლებამდე ერთი კვირაღა დარჩა და ქართული ტრიოს (დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე) "ორჰუსი" ფრიად დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

22 ქულით მე-8 ადგილზე მყოფ გუნდს ყველა მოწინავე ფორვარდი ტრავმირებული ჰყავს, მათ შორის, 25 წლის ვაწაძე, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. თანაც, მათი გამოჯანმრთელება "კოპენჰაგენთან" საშინაო მატჩისთვის გამორიცხულია.

სამაგიეროდ, ეს შანსია 20 წლის გარემარბ დავით სხირტლაძისთვის.

სხირტლაძე იმედოვნებს, რომ გაზაფხულზე საბოლოოდ დაიმკვიდრებს თავს დანიის ლიგაში.

"ვგრძნობ, რომ სულ უკეთეს ფორმაში ვარ. ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. ჩემი მიზანია, "ორჰუსის" შემადგენლობაში ყოველ ჯერზე 90
წუთი ვითამაშო. მსურს, რომ გავამართლო მწვრთნელის ნდობა და დავამტკიცო, რომ "ორჰუსს" გამოვადგები"
, - განუცხადა ჩვენებურმა დანიურ პრესას.

სხირტლაძის იმედი მთავარ მწვრთნელ პეტერ სორენსენსაც აქვს: "ვფიქრობ, შეტევაში პრობლემების აღმოფხვრაში დავით სხირტლაძე დაგვეხმარება. ის რამდენჯერმე შეტევაში ვათამაშე და კარგადაც გაისარჯა. არ დაგვავიწყდეს, რომ შეტევაში თამაში შეუძლია დავით დევდარიანსაც", - მოკლედ, კრიზისში მწვრთნელს ქართველების ეიმედება.

"ორჰუსი" მხოლოდ სამი ქულითღა უსწრებს გასავარდნ ზონას, რადგან ბოლო ხუთი ტურიდან მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო.

26 წლის დავით დევდარიანმა 8 თამაშში 2 გოლი გაიტანა, სხირტლაძემ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ვაწაძემ 5 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი დათო ორჰუსელი მესი ხარ.
isaka
18:15 14-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული