სანამ ვიმკურნალებ და მოვრჩები... ირაკლი ძარია "ამკარიდან" ტრავმამ გამოუშვა

AutoSharing Option
ირაკლი ძარიას თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი დეკემბერში დაუსრულდა და გუნდი დატოვა. მას შემდეგ ვრცელდებოდა ხმები, რომ ძარია კვიპროსში მიდიოდა; ამბობდნენ, კარიერის გაგრძელებას უკრაინაში სთავაზობენო და ასე შემდეგ.

საბოლოოდ, "დინამოს" 26 წლის ყოფილი ნახევარმცველი რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ პერმის "ამკარში" აღმოჩნდა, მაგრამ...

როგორც შევიტყვეთ, გუნდში მისი დარჩენის საკითხი რომ წყდებოდა, სწორედ მაშინ მოუხდა უკან დაბრუნება. მიზეზი სამწუხაროა - ტრავმა.

ძარიას ინფორმაციის გა
დასამოწმებლად დავუკავშირდით.

"10 იანვარს თურქეთში "ამკარის" პირველი შეკრება დაიწყო და გუნდში მიმიწვიეს. მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი მაკვირდებოდა. ვამჩნევდი, რომ კარგი თვალით მიყურებდნენ და საკითხი გადაწყვეტილი იყო - წესით, კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა.

ისიც კი ვიცი, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდები საქართველოს მოქალაქეებს ვიზას უპრობლემოდ უკეთებენ და ამ სახის პრობლემა მე არ შემექმნებოდა, მაგრამ ვარჯიშის დროს ფეხი ცუდად ჩავდგი და კუნთი ნაწილობრივ გამიწყდა. ამის გამო, ცხადია, კონტრაქტზე ლაპარაკი შეწყდა და წამოვედი.

გაჯიევი მაინც მეუბნებოდა, რომ დამელოდებოდა, მაგრამ სანამ მე ვიმკურნალებ და მოვრჩები, "ამკარი" მესამე შეკრებაზე წავა.

საწყენია, მაგრამ ვერაფერს გავხდები", - ამბობს ძარია, რომელიც ახლა მკურნალობს და, ბუნებრივია, ჯერ არ იცის, კარიერას რომელ კლუბში გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაახ რა დროს უღალატა კუნთმაა:)) ზოგი ვიზას ვერ იღებს და ამას "კუნთი" რომ არა ამკარის ძირითადის ფეხბურთელი იყო))))))))) თქვენ თავს ატყუებთ თქვე აუტჩიკებო!!!
ashota
19:11 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული