სომხური "ულისე" თურქულ შეკრებაზე 8 ქართველი ფეხბურთელით წავიდა

AutoSharing Option
სომხური "ულისე" თურქულ შეკრებაზე წავიდა და თან... 8 (!) ჩვენებური ფეხბურთელიც იახლა.

დავით ხურციძემ, გიორგი ხუბუამ და ზამირ ჯანაშიამ სომხეთის ჩემპიონატის პირველი ნახევარი სწორედ ამ გუნდში გაატარეს. ისინი მეორე წრეშიც "ულისეს" ღირსებას დაიცავენ. ხოლო რაც შეეხებათ ირაკლი ჭეჟიას, ზურაბ კვარაცხელიას, ლევან ჯღარკავას, გალაქტიონ ზოიძესა და ირაკლი გეფერიძეს, ისინი სომხურ გუნდში სინჯებზე არიან.

ტესტირებაზე მყოფ ქართველთაგან ყველაზე ცნობილი - რუსეთის მოქალაქე გეფერიძეა. 27 წლის ფორვარდმა არაერთი რუსული გუნდი მოიარა. ამას გარდა, გეფერიძეს უთამაშია ისრაელსა და კვიპროსშიც.

ცნობისთვის, პირველი ეტაპის შემდეგ "ულისე"
სომხეთის 8-გუნდიან პრემიერლიგას 34 ქულით ლიდერობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პილიევიც საქართველოში დაბადებულია და 10 წლამდე ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობდა.
ტყეშელაანთ გიჟი
16:49 22-01-2015
0

სიახლეები პოპულარული