28 წლის ნახევარმცველს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა - ბრიტანული პრესა მეორე გოლს განსაკუთრებით აქებს და "სარაკეტო გასროლას" უწოდებს. "ალაშკერტი" აგებდა, მაგრამ ხურციძის გოლებით პირველივე ტაიმში დაწინაურდა.
დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას სხვადასხვა დროს ორჯერ იცავდა, გუნდის შემადგენლობაში სულ 3 შეხვედრა გამართა და 2 გოლიც გაიტანა. მას ასევე "ულისეს", "არმავირისა" და "ამკარის" ღირსება დაუცავს. ხურციძემ სომხეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
"ქონასისა" და "ალაშკერტის" მომდევნო მატჩი ერთ კვირაში შედგება, წყვილში გამარჯვებული კი მოლდოვურ "შერიფს" დაუპირისპირდება.
ცხადაძე: ბაქოში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ და ვთვლი, რომ ეს შეგვიძლია
მეტოქისთვის ნაჩუქარი გამარჯვება - თბილისის "დინამომ" "ნეფთჩისთან" არწასაგები წააგო [VIDEO]