იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
გთავაზობთ იანვრის თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს ჩვენი საიტის რედაქციის ვერსიით.

იანვარში ოფიციალური მატჩები ყველა იმ ქვეყანაში არ იმართებოდა, სადაც ქართველები თამაშობენ. ასე რომ, არჩევანი ისედაც შეზღუდული გვქონდა.

10 ქულით გაიმარჯვა "ვიტესის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. 6 ქულით მეორე ადგილზეა კვიპროსული "ოთელოსის" ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, მესამე ადგილზე 4 ქულით ლევან მჭედლიძე გავიდა (ემპოლი).

პირველი ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), 21 წლის, 3 თამაში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლეგიონიც მწირად იყო და წარმატებებითაც ნაკლებად გვანებივრებდნენ. ვაკო სტაბილურად თამაშობდა "ვიტესის" სასტარტოში და
კარგად გამოიყურებოდა.

მეორე ადგილი
ელგუჯა გრიგალაშვილი - ოთელოსი (კვიპროსი), 25 წლის, 5 თამაში, 1 გოლი

ელგუჯა, ალბათ, საუკეთესოც იქნებოდა, რომ არა კვიპროსის და ჰოლანდიის ჩემპიონატებს შორის დონეთა დიდი სხვაობა. იანვარში მან ბევრი ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა, თანაც, აპოელ-ის კარში.

მესამე ადგილი
ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), 24 წლის, 5 თამაში

ლევანმა "ემპოლის" შემადგენლობაში სტაბილურად ითამაშა, ორჯერ სასტარტოშიც იყო, თუმცა გოლით თავი ვეღარ გამოიჩინა (დეკემბრისგან განსხვავებით).

თვის საუკეთესო ლეგიონერობაზე ნომინანტები ასევე იყვნენ: გიორგი მერებაშვილი (ოფი), გურამ კაშია (ვიტესი) და თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი).

ხუთი გოლი
იანვარში ქართველმა ლეგიონერებმა სულ 5 ოფიციალური გოლი გაიტანეს. თავი გამოიჩინეს: გურამ კაშიამ, გიორგი მერებაშვილმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა, შოთა გრიგალაშვილმა და ლევან ხმალაძემ (პენალტით).

8 ქვეყანა, 24 ფეხბურთელი, 40 მატჩი
იანვარში სულ 24-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა ოფიციალურ მატჩებში. სულ საუბარია 40 შეხვედრაზე.

ლეგიონის გეოგრაფია იანვარში 8 ქვეყანას მოიცავს: იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ბელგია, კვიპროსი და აზერბაიჯანი.

ექვსი დებიუტანტი
თავიანთ კლუბებში დებიუტები ჰქონდათ: შოთა გრიგალაშვილს (ნეა სალამინა, გოლით); ირაკლი შეყილაძეს (ლატინა); ლუკა კიკაბიძეს (ბასტია); აკაკი ხუბუტიას (კერკირა); ამირან სანაიას (პარიზი) და გიორგი პაპავას (ნეა სალამინა). სულ 6 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი ამ თვეში ახალ გუნდებში.

გთავაზობთ წინა გამარჯვებულების სიას:

აპრილი. 2014
1. ჯანო ანანიძე, 2. გურამ კაშია, 3. თორნიკე ოქრიაშვილი

მაისი
1. ჯანო ანანიძე, 2. ლევან მჭედლიძე, 3. ლევან კობიაშვილი

აგვისტო
1. თორნიკე ოქრიაშვილი, 2. საბა კვირკველია, 3. მათე ვაწაძე

სექტემბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2-3. გოგიტა გოგუა და ლევან მჭედლიძე

ოქტომბერი
1. გიორგი მერებაშვილი, 2. საბა კვირკველია, 3. გიორგი ჭანტურია

ნოემბერი
1. საბა კვირკველია, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი ქვილითაია

დეკემბერი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. საბა კვირკველია, 3. ლევან მჭედლიძე

2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი, საიტის ვერსიით - საბა კვირკველია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ქართველმა ლეგიონერმა ერთად მთელი თვის განმავლობაში გაიტანეს 5 გოლი.მაღალხარისხოვანი მოთამაშე ქვია მთელი თვის განმავლობაში 5 გოლს რომ გაიტანს მხოლოდ ერთი ფეხბურტელი.ხომ ხვდებით რა ჭ-კლასის მოთამაშეები გვყავს.მე უკვე მაგრად მკიდია ამ თაობის ნაკრების თამაშები.შეიძლება 7 წლის მერე რაგაც შეიცვალოს..მანამდე კი შანსი არაა
mimi
10:46 04-02-2015
0
ღმერთო შენ გვიშველე...
SHUKOVANI
18:46 03-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული