მაინც რა სჭირს ასეთი მოურჩენელი ფეხბურთელს, ვინც თავისი პოტენციალით დღეს საქართველოს ნაკრებს შეიძლებოდა გამოსდგომოდა?
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს დევდარიანის თამაში, დაგვეთანხმება - მისი ტექნიკური, რბილი სათამაშო მანერა, მოედანზე მოქმედების მასშტაბი და პასის გამორჩეული კულტურა ამ ფეხბურთელს დღევანდელ ჩვენს რეალობაში სერიოზულ ფასს სძენს.
მეორეა მოთამაშის შინაგანი ბუნება. განათლებული, ზრდილობიანი, უწესიერესი -
დიდი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, დავითს ხმა მივაწვდინეთ. აი, რა გვითხრა მან:
"სამწუხაროდ, თამაშის საშუალებას ზურგის ტრავმა არ მაძლევს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის".
იმედს ვიტოვებთ, რომ დევდარიანი მინდორს მალე დაუბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"