გიორგი ლორია: ასეთ ვითარებაში ფეხბურთი როგორ ვითამაშოთ?

AutoSharing Option
ethnos.gr-ის ინფორმაციით, კრეტული ოფი-ს ქართველი გოლკიპერი გიორგი ლორია თავის კუთვნილ ფულს ითხოვს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. სხვათა შორის, კლუბთან შეთანხმებით, ხელშეკრულებას ორი წელი მოაკლდა და მხოლოდ ერთწლიანი დარჩა.

ლორია აცხადებს, რომ იგივე მოხდა გიორგი მერებაშვილის კონტრაქტთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფი არ ადასტურებს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა. სახლის ქირა, სადაც ვცხოვრობ, გადაუხდელია. ხანდახან არ არის ცხელი წყალი.

ასეთი რამ როგორ უნდა მოხდეს ბერძნულ სუპერლიგაში, ეს ხომ სამოყვარულო პირველობის დონეს უფრო შეეფერება.

ამდენი სტრესია, ასეთ პირობებში ფეხბურთი
როგორ ვითამაშოთ?

პრობლემის გადაწყვეტაც არ გამოდის, ტელეფონს არავინ პასუხობს. ოფი მიყვარს და არ მინდა, ფიფას მივმართო, მაგრამ აქ ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს.

ჩემთვის ადვილი გამოსავალი იქნებოდა წამოსვლა და თბილისის "დინამოსთან" ერთად ვარჯიში", - განუცხადა ლორიამ gazzetta.gr-ს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ გაზეთმა გამოაქვეყნა დამამცირებელი ინფორმაცია ჩიხურას ფეხბურთელების შესახებ. თუ ვინმე დანაშაულს ჩადის, ის ამ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს. ესენი კი დანაშაულის აჟიტირებას ეწევიან!
-ამიტომ ვეუბნები მა:
-ჩიხურაზე დაწერილი წერილის ავტორმა, რომელსაც სული და გული ზიზღით და სიბინძურითა აქვს სავსე, ხელიდან არ გაუშვა შანსი, და გადმოანთხია თავისი სიბილწე. გეკითხებით რა აუცილებელი იყო ამის გამოქვეყნება?
-აშკარაა ეს გაზეთი გარყვნილების ბუდეს წარმოადგენს. სპორტული გაზეთია თუ ბორდერის ცნობის ფურცელი? იცით რას გეტყოდათ დათა: რასაა რომ იქმნთ თქვე ფულზე გაყიდულო წუპაკებო!
0
დინამოში გეპატიჟებიან?
ფერნანდო
19:08 03-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული