"არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, რომელსაც ჰოლანდიის ჩემპიონატში ხუთი სეზონი აქვს გატარებული, შესაძლოა, ჩემპიონატი ამ ზაფხულს შეიცვალოს.
რამდენიმე ესპანურ კლუბს მომდევნო სეზონისთვის დაცვის გაძლიერება სურს და ისინი დაცვის ცენტრში სწორედ გურამ კაშიას კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც 4 ივლისს 28 წლისა გახდება", - წერს საიტი.
sport.es-ი კაშიას ახასიათებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი "ვიტესის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერია და ის ორჯერ დასახელდა ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო
კაშიას სიმაღლე (185 სმ) მას თავით კარგად თამაშის საშუალებას აძლევს. გარდა დაცვითი ფუნქციების შესრულებისა, ის ასევე კარგად იწყებს შეტევებს, - აღნიშნავს ესპანური საიტი.