
"რუბინის" შემადგენლობაში ორივე ქართველი სასტარტოში იყო - საბა კვირკველია ცენტრალურ მცველად თამაშობდა, ხოლო მამუკა კობახიძე მარცხენა მცველად.
მე-18 წუთზე, როცა გერმანელებმა გახსნეს ანგარიში, გოლის ავტორი დიუკერი სწორედ კვირკველიას გაექცა, საბამ 90 წუთი ითამაშა. 61-ე წუთზე კობახიძე შეცვალეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "რუბინმა" შეიძინა ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მცველი მურსილიო ლემოსი, რომელიც ქართველების უშუალო კონკურენტი იქნება.