საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე "აინტრახტთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" საკონტროლო შეხვედრა გამართა გერმანულ ბრაუნშვაიგის "აინტრაქხტთან" და 1:3 დამარცხდა.

"რუბინის" შემადგენლობაში ორივე ქართველი სასტარტოში იყო - საბა კვირკველია ცენტრალურ მცველად თამაშობდა, ხოლო მამუკა კობახიძე მარცხენა მცველად.

მე-18 წუთზე, როცა გერმანელებმა გახსნეს ანგარიში, გოლის ავტორი დიუკერი სწორედ კვირკველიას გაექცა, საბამ 90 წუთი ითამაშა. 61-ე წუთზე კობახიძე შეცვალეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ "რუბინმა" შეიძინა ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მცველი მურსილიო ლემოსი, რომელიც ქართველების უშუალო კონკურენტი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სჰენც ....დაიკიდე კარიერა საბა ? :დ
moyvaruli
12:17 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული