
22 წლის მცველი, რომელიც ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის, ამ ზაფხულს სეზონისთვის "მორდოვიასთან" ერთად ემზადებოდა და საბოლოოდ კლუბს ერთწლიან იჯარაზე შეუთანხმდა. მამუკამ არჩევანი 5-ნომრიან მაისურზე შეაჩერა.
ამრიგად, ამიერიდან "მორდოვიაში" უკვე ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გუნდის კარს საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი იცავს.
მამუკა კობახიძე "რუბინში" 2014 წელს გადავიდა. ის, ძირითადად, სარეზერვო გუნდში თამაშობდა, თუმცა 4-ჯერ მთავარ გუნდშიც გამოჩნდა. საქართველოში კობახიძეს "ზესტაფონსა" და "დილაში" უთამაშია.