22 წლის ქართველის გადაბირებით, რომელიც თავისუფალი აგენტია, სერია A-ს სამი კლუბი "ბოლონია", "ფროზინონე" და "ემპოლია" დაინტერესებული, უკანასკნელი ინფორმაციით კი, ყველაზე მეტად ტოსკანური გუნდი აქტიურობს.
საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და თუკი ჭანტურია და "ემპოლი" შეთანხმდებიან, ამ გუნდში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ემპოლის ღირსებას ლევან მჭედლიძე იცავს.