კახა ცხადაძე: ლორიას "კრილიაში" წასვლის შემდეგ, ორი დღეა "ჩელსიდან" რეკავენ

AutoSharing Option
"TV პირველიის" ეთერში, თოქ-შოუში "ჩვენი ფეხბურთი" სტუმრად მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაამხილა, რომ გიორგი ლორიას მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარემ რუსულ "კრილია სოვეტოვთან" 1-წლიანი კონტრაქტი სულ ახლახან გააფორმა.

"არ დაიჯერებთ და, წავიდა გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" და ორი დღეა "ჩელსი" რეკავს, ტელეფონი არ ჩერდება... ეს სიმართლეა, მაგრამ გიორგიმ ახლა უნდა დაივიწყოს ეს მომენტი და კონცენტრაცია გააკეთოს თავის გუნდზე", - თქვა ცხადაძემ.

საქართველოს ნაკრების თავკაცის თქმით, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი
სერიოზული პრობლემა ქართული პასპორტია, რომელიც მაგალითად, იმავე ინგლისში მუშაობისა და შესაბამისად, ამ ქვეყნის კლუბებში თამაშის უფლებას არცთუ იოლად იძლევა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თურმე ლორია ჩელსის იყო შეპირებული, თქვენთან გადმოვალო და გადაუგდია ჰოდა ეხლა გამწარებულები ეძებენ.
ლოოლ
სახელი
01:40 25-09-2015
0
მერე რატომ არა პასუხობთ? ეგენი ორი დღე კი არა,დიდი ხანია რეკავენ,ცდილობენ დაკავშირებას,მაგრამ .... ამაოდ!
gulshematkivari
02:26 25-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული