ლონდონის "ჩელსიდან" გიორგი ლორიას თაობაზე "კრილია სოვეტოვშიც" რეკავენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიათი რომ დაინტერესდა, ეს საზოგადოებას ორიოდე დღის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ამცნო, ამჯერად კი სამარის "კრილია სოვეტოვის" გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წიკლაურმა ამ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.


"ეს ინფორმაცია უტყუარია. ამ კვირაში "ჩელსის" ტექნიკური დირექტორის თანაშემწემ დამირეკა და ლორიასთან დაკავშირებით მკითხა.

მაგრამ არის გარკვეული სირთულეები. ლორიას კი აქვს ნაკრებში ჩატარებული მატჩების სათანადო რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან საქართველოს ეროვნული გუნდი არ შედის ტოპ-70-ში,
ინგლისის პრემიერლიგის რეგლამენტის თანახმად, რამდენადაც მე ვიცი, ფეხბურთელს იქ თამაშის უფლება არ აქვს.

ასეთ დროს რაღაც გამოსავალი მაინც არსებობს, ოღონდ ამ შემთხვევაში, "ჩელსის" საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს", - აქვეყნებს წიკლაურის ნათქვამს rsport.ru.

გამოცემასთან საუბარში წიკლაურს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, მზადაა თუ არა "კრილია სოვეტოვი", გაუშვას ლორია, თუკი "ჩელსი" მისი გულისთვის თანხას არ დაიშურებს და ტრანსფერზე სამარულ კლუბთან დეტალურ მოლაპარაკებას დაიწყებს.

"ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. რა იქნება ხვალ, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "ჩელსის" წარმომადგენელმა ლორიას თაობაზე ნამდვილად დამირეკა. დღეს ლორია "კრილია სოვეტოვის" მეკარეა", - დასძინა მან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მანჩესტერის ფანებს რა თქმა უნდა არ ენდომებათ ამის ჩელსიში გადასვლა
devil
16:48 26-09-2015
0
წუხელ ჩემთანაც დარეკა ვიღაცამ და ვერ გავიგე ჩელსი იყო კლინტონი თუ ფკ ჩელსი. ცოტა გვიან დარეკეს და ნახევრად მეძინა.
odala
18:16 26-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული