გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში IX ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელების, ლაშა დვალისა და გიორგი ჭანტურიას გუნდი "დუისბურგი" სტუმრად "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
26 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ. სათადარიგოთა შორის მხოლოდ დვალი იყო. შეგახსენებთ, ჭანტურიამ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი სულ ახლახან გააფორმა.
"დუისბურგის" მდგომარეობა მძიმეა - გუნდს, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.