გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის "დუისბურგმა" ისევ წააგო

AutoSharing Option
ფოტოზე: "დუისბურგის" თავკაც ჯინო ლატიერის საქმე ცუდად აქვს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში IX ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელების, ლაშა დვალისა და გიორგი ჭანტურიას გუნდი "დუისბურგი" სტუმრად "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

26 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ. სათადარიგოთა შორის მხოლოდ დვალი იყო. შეგახსენებთ, ჭანტურიამ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი სულ ახლახან გააფორმა.

"დუისბურგის" მდგომარეობა მძიმეა - გუნდს, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული