კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისმა" 2:1 მოუგო "დოქსას". ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი აბურჯანია, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. 79-ე წუთზე "ანორთოსისში" ირაკლი მაისურაძე გამოჩნდა და ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
ბერძნულ სეპერლიგაში "ვერიამ" შინ 1:2 წააგო აეკ-თან. მასპინძელთა ძირითადში იყო გიორგი მერებაშვილი. ის 77-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთის ჩემპიონატში შჩეცინის "პოგონმა" საშინაო მატჩი 2:1 მოუგო "იაგელონიას". მასპინძელთა სასტარტოში იყო ლადო დვალიშვილი, რომელიც 22-ე წუთზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო შეცვალეს.
რუსულ პრემიერლიგაში "ამკარმა" 2:1 სძლია "მორდოვიას". სტუმართა სათადარიგო სკამზე
რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" შინ 0:1 დათმო "ტოსნოსთან". მასპინძელთა რიგებში 79-ე წუთზე შეცვალეს კახა ალადაშვილი, გოჩა ხოჯავამ კი დისკვალიფიკაციის გამო იუქმა.
თურქულ სუპერლიგაში "რიზესპორი" გასვლაზე დაუზავდა "ქასიმფაშას" - 1:1. სტუმართა შორის სათადარიგო იყო ნიკა ძალამიძე.
იტალიაში "ემპოლი" ლევან მჭედლიძის გარეშე ესტუმრა სერია A-ს დებიუტანტ "ფროზინონეს" და 0:2 დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"