დავით ხოჭოლავას დამატება რუსეთის პრემიერლიგის ორ გუნდს სურს

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" მცველის დავით ხოჭოლავას გადაბირება რუსეთის პრემიერლიგის კლუბებს - მახაჭყალის "ანჟისა" და სარანსკის "მორდოვიას" სურთ. ამის შესახებ რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულ კლუბში ფინანსური პრობლემებია და 22 წლის ცენტრალურ მცველს მისი დატოვება ამ ზამთარსვე სურს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, დავითი "ჩერმომორეცს" სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდეც დაემშვიდობოს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ოდესის "ჩერნომორეცში" სეზონის წინ, ქობულეთის "შუქურადან" გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ "ჩერნომორეცი" არცთუ კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა, ხოჭოლავამ თავი კარგად წარმოაჩინა - ჩაატარა
10 მატჩი და ერთი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "მორდოვიას" ღირსებას ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა მაინც გამოეძახა ამხანაგურ თამაშზე, რა ხიზანა და რა ამისულაშვილი :))))))
FCjuve
09:58 10-11-2015
0
თუ ნაკრებში თამაშზე პიქრობ რუსეთში გადასვლას კვიპროსში გადასვლა ჯობია,იქ სათამაშო პრაკტიკა არ მოგაკლდება,რუსეთში ფეხბურთელბს აფუჭებენ,არ გისურვებ რუსეთს
bacho
20:53 24-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული