ლეგიონი: გიორგი ბერიძემ იუნიორთა ლიგაში "ლიონთან" ითამაშა

AutoSharing Option
გუშინ, 24 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ბელგიურმა "გენტმა" ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა "ლიონთან" და 0:4 დამარცხდა.

ბელგიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატმა გიორგი ბერიძემ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო ლიგაზე მისი სადებიუტო შეხვედრა - 16 სექტემბერს ის სწორედ ლიონელებთან შეხვედრაში დაშავდა. ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ კი მოედანს გუშინ ისევ ფრანგებთან მატჩში დაუბრუნდა. ბერიძეს 8-ნომრიანი მაისურა ემოსა და უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ცენტრალურ თავდამსხმელად ითამაშა.

5 ტურის შემდეგ "გენტმა" მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და შემდგომ
ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ჯგუფს 12-12 ქულით "ლიონი" და "ვალენსია" ლიდერობენ და ბრძოლასაც ისინი გააგრძელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული