სტუმართა კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე იცავდა, გუნდის მეორე ქართველმა ლეგიონერმა კობახიძემ კი შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.
17 ტურის შემდეგ "მორდოვია" მძიმე მდგომარეობაშია - სატურნირო ცხრილში 13 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.
დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრების მეორე მეკარის, გიორგი ლორიას გუნდი "კრილია სოვეტოვი", რომელიც სამარაში პერმის "ამკარს" მიიღებს. დიდი ალბათობით, მასპინძელთა კარს სწორედ ლორია დაიცავს.