ლეგიონის უქმეები: ორი გოლი, აბურჯანიას დებიუტი და მჭედლიძის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანიას დებიუტი, ლევან მჭედლიძის დაბრუნება, ულამაზესი ქართული გოლი ბელგიაში და გამარჯვების გასროლა აზერბაიჯანში - ეს ის უმთავრესი თემებია, რომლებზეც ქვემოთ მოგითხრობთ...

საფრანგეთი. ლიგა 1. საფრანგეთში წესი რომ არ შეეცვალათ (ამ სეზონში ორი გუნდი ვარდება სამის ნაცვლად), ჯაბა კანკავას "რეიმსი" უკვე გასავარდნ ზონაში იქნებოდა, თუმცა იქამდეც ბევრი აღარ რჩება - ქართველის გუნდი ფსკერისკენ მიექანება.

"რეიმსი" "ლორიანს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "რეიმსმა" პირველ რვა ტურში მხოლოდ
ერთხელ წააგო, მომდევნო 15-ში კი მხოლოდ ერთხელ მოიგო.

29 წლის ჯაბას ანგარიშზე, რომელიც სფფ-მ ახლახან საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 15 თამაშში მხოლოდ 1 საგოლე პასია. სამაგიეროდ, ის უკვე 8-ჯერ გააფრთხილეს და ერთხელ გააძევეს. "ორანჟმა" ამ თამაშისთვის ქართველს 4 ქულა დაუწერა:

"ის კარგად მოქმედებდა დაცვაში, მაგრამ შეტევას ვერ ეხმარებოდა. მით უფრო, რომ ონიანგი დღეს საერთოდ არ ჩანდა მოედანზე და კანკავას ვერაფერში ეხმარებოდა", - წერს საიტი.

ნასიონალი. ამირან სანაიას "ლე-ერბიემ" სტუმრად 0:2 დათმო "სერკლ ბასტიასთან". სანაიამ 90 წუთი ითამაშა.

ესპანეთი. სეგუნდა. 21 წლის გიორგი აბურჯანიას დებიუტი ესპანეთში წარმატებული გამოდგა, მისმა "ჟიმნასტიკმა" 2:1 მოუგო "ტენერიფეს" და პლეი ოფში გამსვლელი მე-6 ადგილი შეინარჩუნა. აბურჯანიამ 74-ე წუთზე შეცვალა მადინდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ ყოფილა ექსდინამოელი ჩისკო მუნიოსი.

იტალია. სერია A. ხუთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა მას მერე, რაც ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა და აი, გუშინ მან "სან პაულოზე" შეძლო ასპარეზობა. ქართველმა ფორვარდმა მასიმო მაკარონე 68-ე წუთზე შეცვალა. ლიდერს "ემპოლიმ" ვერაფერი დაუპირისპირა და 1:5 წააგო, ხოლო მჭედლიძის ანგარიშზე მხოლოდ სამი ზუსტი პასია.

ლეგა პრო. ბოლო დროს ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" ცუდად თამაშობს. ამჯერად, გუნდი სტუმრად "არეცოსთან" 0:4 განადგურდა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 37-ე წუთზე შევიდა.

გერმანია. III ლიგა. "მაგდებურგთან" თამაშში (1:1) გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" დუბლების სასტარტოში არ იყო. ჩვენებური 66-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

ჰოლანდია. ერედივიზიე. არაფერი იცვლება გურამ კაშიასთვის. ფანებისა და ქალაქის მმართველთა პროტესტმა არ გაჭრა - კაპიტანი ისევ სათადარიგოა, "ექსელსიორთან" მას თამაშის შანსი არ მისცემია - 0:0. აი, ვაკო ყაზაიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

ზედიზედ სამი ტურია, "ვიტესს" არ მოუგია. "ვიტესის" ფანების უმრავლეოსობის აზრით, გუნდს ძალიან აკლია ლიდერი, რომელიც კაშია იყო, ხოლო თუკი მეტოქე ორ კაცს მიუჩენს ვაკოს, იქ კვდება "ვიტესის" შემტევი პოტენციალიც.

ბელგია. II ლიგა. ამ დივიზიონში ფანტასტიკური სილამაზის ქართული გოლი გავიდა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ტუბიცე" "ლომელთან" საგარეო მატჩს აგებდა, 83-ე წუთზე ლევან შენგელიამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მკერდით ჩამოიღო და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა. ბურთი მეტოქის "ცხრიანში" საოცარი ტრაექტორიით წავიდა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებური მესამე კომპენსირებულ წუთზე შეცვალეს.

ლევან შენგელია 20 წლის შემტევია და ეს მისი პირველი გოლია, რაც ლეგიონერი გახდა (15 თამაში). მანამდე ჩვენებური "დილაში", "ტორპედოსა" და "კოლხეთში" თამაშობდა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. "ჟილ ვისენტე" შინ "ფრეამუნდეს" დაუზავდა - 0:0. ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" სასტარტოში იყო, ის 68-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა, ხოლო მისმა "ფეირენშემ" "ფარენშე" 1:0 დაამარცხა. "ფეირენშე" მე-4 ადგილზეა, ხოლო "ჟილ ვისენტე" - მეხუთეზე.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (62-ე წუთზე შევიდა) "ლევადიაკოსი" სტუმრად "ასტერასთან" დამარცხდა - 0:2. მატჩის მიწურულს ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო.

თურქეთი. კვლავ არ ჩანს "რიზეში" ნიკა ძალამიძე, ქართველის გუნდმა თასზე "სივასი" 2:0 დაამარცხა.

კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-ი ძველებურად ათამაშდა, ჩემპიონმა "ნეა სალამინა" 6:1 გაანადგურა.

აი, ქეცბაიას ყოფილი გუნდი, ახლა კი კონკურენტი "ანორთოსისი" სტუმრად "ერმისთან" დამარცხდა - 0:2. წაგებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მაისურაძე, რომელიც 56-ე წუთზე გამოცვალეს.

"პაფოსმა" "ომონიას" 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლევან ხმალაძემ. "პაფოსმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ქართველთა "ახნასი" ლიდერ აეკ-თან 0:1 დამარცხდა. ელგუჯა გრიგალაშვილი 63-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო რევაზ ბარაბაძე - 83-ეზე. შოთა გრიგალაშვილს არ უთამაშია.

აზერბაიჯანი. ჩემპიონატი სენსაციით განახლდა - ქართველთა აზალ-მა 1:0 დაამარცხა ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი "ყარაბაღი". 78-ე წუთზე სტუმართა მეკარესთან პირისპირ ნუგზარ კვირტია გავიდა და გაიტანა. ცოტა ხანში მას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ საჯარიმოდან ოდნავ ააცილა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირტიამ მეორე ტაიმი ითამაშა. აი, სანდრო გურული კი, რომელიც მატჩამდე აზერბაიჯანულ პრესასთან საუბარში გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, შეუცვლელად გაისარჯა. აზალ-ი 25 ქულით მე-7 ადგილზეა.

ზაურ სვანაძემ "ზირესთან" მატჩში სასტარტოში დააყენა გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი. ქართველთა გუნდმა 1:2 წააგო და მეტოქეს მეორე ადგილი დაუთმო. ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო "ინტერის" რიგებში.

ამხანაგური მატჩები
დანიურმა "სილკებორგმა" 8:1 დაამარცხა "ოდერი". ერთი გოლი დავით სხირტლაძის ანგარიშზეა. მან პირველი ტაიმი ითამაშა.

პრაღის "სლავიამ" 1:0 დაამარცხა კორეული "სუვონი". ლევან ყენია 66-ე წუთზე შევიდა.

"ფრაიბურგმა" "გრასჰოპერთან" 1:3 წააგო. ლუკას ჰუფნაგელმა პირველ ტაიმში ითამაშა.

"შლიონსკმა" 3:0 დაამარცხა "ბელხატოვი". ლაშა დვალი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის მე-60 წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა დაბალი დონის ფეხბურთელები არიან.ესენი გავლენ მუნდიალზე?
Zara.ru
01 თებერვალი 2016 18:29
0
bujanga-ს-ს. მეც ვერსად ამოვიკითხე ჩისკოს გვარი. რაღაც ეშლება bujanga-ს.
kale
01 თებერვალი 2016 17:11
0
სად ნახე კაცურად ჩისკო :D
bujanga-ს
01 თებერვალი 2016 16:55
0
აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ ყოფილა ექსდინამოელი ჩისკო მუნიოსი.")) კაცმა 90 წუთი ითამაშა..სად წაიკითხეს არ ყოფილაო
bujanga
01 თებერვალი 2016 16:42
0
Getanxmebi ledi ro chventan itamashon,Mara ert ramesac ggitxav eg to shenze iyos damokidebuli ra sqemit apireb am bichebis dainteresebas AQ chven chaobian chempionatshi?
fcd
01 თებერვალი 2016 14:57
0
მაასმა ჯობია კაშია ათამაშოს თორე მოუწევს წასვლა :D
mamuka
01 თებერვალი 2016 14:27
0
ლედი ფეხბურთის გაგნებაში არ ხარ. არ არის შენი სპორტი ეს თამაში და ჯობია სხვა რამეს მიაწვე. გული მწყდება კაშიას ასე რო ექცევიან, ნეტავ ასე უცბად რა შეიცვალა ვიტესში? არ მგონია ისე დაეკარგა ფორმა რო 10 წუთის თამაში მაინც არ შეეძლოს. შესაძლოა რომელიმე დიდი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა და ვიტესს არ უნდა მისი გაშვება და ამ სქემით ცდილობს მის შენარჩუნებას.
dadu
01 თებერვალი 2016 12:20
0
ledi-ს. არ გეწყინოს, მაგრამ ზუსტად შენზეა ნათქვამი -"თვითონ არაფერი ესმის და სხვისიც არა გაიგო რაო".
princi-leds
01 თებერვალი 2016 11:23
0
ლედი ხარ თუ ლედი გაგა,ერთს გეტყვი.აქ ექნებათ 300 ლარი ხელფასი და მიდი და შენ ითამაშე საქართველოს დაბალ ლიგაში
ledi-ს
01 თებერვალი 2016 10:58
0
ქარტველები ჯობია დაეტიონ საქარტველოსი სად გარბიან აქ სევქმნატ ზლიერი კლუბები იქ ვერ ტამასობენ სიან სკამებსე
ledi
01 თებერვალი 2016 10:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული