ზაზა ჯანაშია: რუსეთთან განშორება ძალიან გამიჭირდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ახლო წარსულში ცნობილ ფორვარდ ზაზა ჯანაშიას თებერვალში 40 წელიწადი შეუსრულდა და რუსული კლუბის საიტმა თბილისში მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ჯანაშია 1996-2001 წლებში თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივში".

"ძალიან გამიჭირდა რუსეთთან დამშვიდობება, თუმცა თბილისში ბრწყინვალედ ვარ, ისე არა, როგორც მოსკოვში, მაგრამ მაინც. მყავს საუკეთესო მეუღლე, ბავშვები, მაქვს სახლი.

ახლა ვსწავლობ სამწვრთნელო საქმეს. მალე A კატეგორიას მივიღებ, შემდეგ კი "პრო"-ს ჯერია. პარალელურად, ბავშვებს ვწვრთნი თბილისის "დინამოს" აკადემიაში.

ვნანობ, რომ "ლოკომოტივიდან" წამოვედი. შემეძლო ბავშვების გაწვრთნა ან რამე თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ყველა წავიდა
"ლოკოდან". მარტო დარჩენა არ მინდოდა.

ახლა უკვე ისევ მივეჩვიე საქართველოს და აქედან წასვლა გამიჭირდება. ახლანდელი "ლოკომოტივი" მომწონს და ვგულშემატკივრობ. შევეცდებით, საქართველოში გავუზარდოთ მას ფეხბურთელი", - განუცხადა ჯანაშიამ ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
სულ 5 წელი ტამაშობდა,მერე რა უნდა ნანობდეს წამოსვლას?რუსეთუმეა აბა რა.კალაძე და კობიაშვილი მაგაზე მეტხანს ცხოვრობდნენ იტალიასა და გერმანიაში,მაგრამ არ ნანობენ რომ საქართველოში დაბრუნდნენ.ეს გარუსებული კი ნანობს.წავიდეს რუსეთში თუ ასე უნდა ვინ აკავებს მერე.
mamulo.
01 მარტი 2016 08:55
0
რა შუაშია რუსეთუმე?! ამდენი წელიწადი იქ თამაშობდა,მეგობრები ყავს და დღესაც ააქვს ურთიერთობა! თუ რახან შენნაირები(უბნის ეზოდან რომ არ გასულან)რაღაც უაზრობებს იფიქრებენ და მერე აქ დააკომენტარებენ უნდა დაკარგოს ეს სამეგობრო???
georgian-s
29 თებერვალი 2016 22:11
0
ზაზა პატივს გცემ, მაგრამ ძაან რუსეთუმეს ნუ აწვები თუ ჩემი ძმა ხარ..
georgian
29 თებერვალი 2016 18:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული