გიორგი მაკარიძე: ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური "ფეირენშეს" მეკარემ, გიორგი მაკარიძემ გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

როგორც მეკარემ Sportall.ge-ს განუცხადა, ის დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს.

"დაზიანება ვარჯიშზე მივიღე. მენისკის ოპერაცია გავიკეთე და ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. დაახლოებით 1 თვე გამიცდება. სამწუხაროა, რომ ნაკრების თამაშსაც ვერ მოვუსწრებ", - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მაკარიძის "ფეირენშე" კი 32 ტურის შემდეგ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "პორტოს" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული