"გენტის" დუბლებმა შინ "შარლერუას" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 4:1.
ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა, დაცვაშიც საიმედო იყო და მეტოქის კარის ბადე თავური დარტყმითაც შეარხია.
18 მარტს ტაბიძეს 20 წელი უსრულდება. უახლოეს დღეებში ის სამშობლოში ჩამოვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად სან მარინოსთან 23 მარტის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"