ლეგიონი გუშინ: გიორგი ჯიქიას გოლი და ჯანო ანანიძის პასი [VIDEO]

AutoSharing Option
16 მაისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურში პერმის "ამკარმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "უფას". ერთადერთი გოლი ჯარიმიდან გიორგი ჯიქიამ შეაგდო, ვინც 90 წუთი ითამაშა. სტუმართა კარში გიორგი შელია იდგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოსკოვის "სპარტაკმა" გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მეორე გოლი პარაგვაელმა მელგარეხომ გაიტანა ჯანო ანანიძის (სრულად ითამაშა) პასით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"როსტოვმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". მასპინძელთა შორის ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში "მინსკი" შინ დაუზავდა "ჟოდინოს" - 0:0. ვაკო გვილიამ მასპინძელთა შემადგენლობაში 90
წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
დანიის რანგით მეორე ლიგაში "სილკებორგმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "ფრედერისიას". გამარჯვებულთა რიგებში 55 წუთი ითამაშა დავით სხირტლაძემ.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში ტალინის "ფლორამ" შინ ვერ მოუგო "ტამეკა ტარტუს" - 0:0. "ფლორას" რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა ზაქარია ბეგლარიშვილი.

* * *
ნორვეგიის ჩემპიონატში "სტაბეკმა" სტუმრად 0:1 წააგო "ბრანთან". დამარცხებულთა შორის გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ანაზღაურება ყოველ გამოძახებაზე არა მაგრამ პრემიები შედეგების მიხედვით კი! რაც შეეხება ჯიქიას როგორც მე ვიცი ნაკრების ხელმძღვანელობას სურს მისი ნაკრებში ხილვა და ეხლა მასზეა დამოკიდებული დათანხმდება თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშს!
0
ჯიქია,შელია ქართველები არიან –ვიცით,მაგრამ საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ?რა წინადადება კონკრეტული იქნა შეთავაზებული ფედერაციის მხრიდან?თუ მხოლოდ ,,პატრიოტული,გულის ძგერაზე და ა.შ,,,?ძალიან კარგი იქნებოდა,რომ მხოლოდ პატრიოტული მოსაზრებით იყვნენ მზად ითამაშონ საქართველოს ნაკრებში,მაგრამ აჯობებს რეალურად ყველა მხრივ შევაფასოთ სიტუაცია.ფინანსური დაინტერესებაც საჭიროა,თუ გავითვალისწინებთ კლუბში კარიერას.ასევე საჭიროა თურქეთის,ირანის ჩემპიონატში მოვიძიოთ ეროვნული ნაკრებისთვის ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელები!სახელმწიფოს მიერ ფეხბურთისთვის გამოყოფილი თანხის სულ მცირე 10% უნდა მოხმარედეს ნაკრებს,ქვეყნის#1 გუნდს!აუცილებელია თითოეულ თამაშზე გამოძახებისთვის ანაზღაურება, ბონუსები შედეგების მიხედვით!
ზაზა
12:46 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული