ლეგიონი გუშინ: გიორგი ჯიქიას გოლი და ჯანო ანანიძის პასი [VIDEO]

AutoSharing Option
16 მაისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურში პერმის "ამკარმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "უფას". ერთადერთი გოლი ჯარიმიდან გიორგი ჯიქიამ შეაგდო, ვინც 90 წუთი ითამაშა. სტუმართა კარში გიორგი შელია იდგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოსკოვის "სპარტაკმა" გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მეორე გოლი პარაგვაელმა მელგარეხომ გაიტანა ჯანო ანანიძის (სრულად ითამაშა) პასით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"როსტოვმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". მასპინძელთა შორის ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში "მინსკი" შინ დაუზავდა "ჟოდინოს" - 0:0. ვაკო გვილიამ მასპინძელთა შემადგენლობაში 90
წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
დანიის რანგით მეორე ლიგაში "სილკებორგმა" გასვლაზე 4:1 მოუგო "ფრედერისიას". გამარჯვებულთა რიგებში 55 წუთი ითამაშა დავით სხირტლაძემ.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში ტალინის "ფლორამ" შინ ვერ მოუგო "ტამეკა ტარტუს" - 0:0. "ფლორას" რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა ზაქარია ბეგლარიშვილი.

* * *
ნორვეგიის ჩემპიონატში "სტაბეკმა" სტუმრად 0:1 წააგო "ბრანთან". დამარცხებულთა შორის გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიქიას ქართული პასპორტი აქვს?
Irakli apkhaidze
12:24 17-05-2016
0
პასპორტი აქვს თუ არა ეგ არ ვიცი მაგრამ ვაისი აკვირდება და გამოძახებაც უნდა ნაკრებში!ისე ნიჭიერი ბიჭია და საქართველოს ნაკრებს გამოადგებოდა!!!
Irakli apkhaidze-s
12:46 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული