"ლელო" მარცვალაძეს შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა.
- უკვე შეგვიძლია, ახალ კლუბში გადასვლა მოგილოცოთ?
- "ორდაბასისთან" კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. ასე რომ, ოფიციალურად ჯერ არ ვარ ამ კლუბის ფეხბურთელი. ისე, შანსი მართლაც ძალიან დიდია იმისი, რომ სწორედ ამ კლუბში ვითამაშო.
- ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ ახალ გუნდზე?
- ყაზახეთის ჩემპიონატში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. 30 ივნისს ევროტურნირებზე
- რა თქმა უნდა, სანამ "ორდაბასიზე" გააკეთებდით არჩევანს, გოგუას ჰკითხავდით აზრს...
- რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ. მან ბევრი რამ მიამბო, ბევრ რამეში გამარკვია... მაგრამ ახალ გუნდსა და გარემოზე დაწვრილებით საუბარი იმ დროისთვის შემეძლება, რაც ყაზახეთში ჩავალ, სიტუაციას საკუთარი თვალით ვნახავ და გავეცნობი.
- ზოგადად, ყაზახეთის ჩემპიონატზე რა წარმოდგენა გაქვთ? ფაქტია, ჩვენ გვარიანად გაგვასწრეს...
- ინფრასტრუქტურულადაც წინ მიდიან და გუნდებშიც გამოცდილი ლეგიონერები ჩაჰყავთ. ჩემპიონატიც პროგრესირებს. ჯერჯერობით, ეს შემიძლია ვთქვა.
- ზედ ევროტურნირის დაწყების წინ "დილასთან" განშორება იოლი არ იქნებოდა თქვენთვის...
- რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, მით უმეტეს, ამ გუნდში მშვენიერი ერთი წელი გავატარე... რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. დგება ხოლმე მომენტი, როცა გუნდთან განშორება გიწევს.
- "ორდაბასისთან" რა ვადით აფორმებთ კონტრაქტს?
- წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება უნდა გავაფორმო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"