[ექსკლუზივი] ევროპულ გუნდში მივდივარ - გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარს" ტოვებს!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ამ ზაფხულს უკრაინულ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავად უთხრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიურ შეკრებაზე წასულმა "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი თან არ წაიყვანა. როგორც არაბიძემ გვითხრა, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ის კლუბს ტოვებს. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

"შახტარს ვტოვებ, სხვა გუნდში მივდივარ და ამიტომაც არ წავედი შეკრებაზე. ახალი გუნდი ევროპული იქნება და მალე გაიგებთ ყველაფერს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე უკრაინულ გუნდში
2015 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი ის თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ბოღმა სასტავ არ გინდათ რამე გაერთიანება შექმნათ? მიდით და იქ დაიცალეთ ხოლმე ;)
Akaki
24 ივნისი 2016 16:34
0
ბოღმა რა შუაშია ლუჩესკუ არაა ისეთი დონის ამან რამე დაუწუნოს ან არ მოუწონოს ეტყობა რაგაცაში ვერ ქაჩავს და უშვებენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და დიდი მომავალი მოგცეს, მაგრამ აქამდე უნდა გექნა რამე ტუნდაც შახტარის ძირითადი მაინც
გიო
24 ივნისი 2016 16:31
0
პპირიქით გამიხარდა თუ უკრაინას მოშორდება და ევროპაში წავა მაგას რა ჯობია!!!
vasiko
24 ივნისი 2016 16:27
0
რა მოგდით ხალხო? ნახავთ თუ დიდი ფეხბურთი არ ითამაშოს.
ზურა
24 ივნისი 2016 16:27
0
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
sake
24 ივნისი 2016 16:26
0
ამ ქვეყანას არასოდეს ეშველება ამდენი ბოღმა რომ ჰყავს; ვინც ამ ბოღმას ანთხევს თავის ამბავში იქნება აბსოლუტურად წარუმატებელ და უპერსპექტიო
ლორენცო ინსინიე
24 ივნისი 2016 16:12
0
ტიტუ რა ბოღმა კომენტარებია იმის მაგივრად რომ წარმატებები უსურვოთ ბოღმას ანთხევთ. თუმცა ბოღმის ნთხევის მეტი არაფერი არ იცით თქვენ
დიტო
24 ივნისი 2016 16:04
0
წარმატებები ! გგულშემატკივრობთდა შენი იმედი გვაქვს , შრომით გამოგივა ყველაფერი
beqnu
24 ივნისი 2016 16:03
0
რამ დაგბოღმათ ასე, ამ ბიჭს ჯერ არაფერი დაუშავებია, თამაშობს თავის ასაკობრივში და გლიჯავს ყველაფერს, ბევრი გინახიათ ასეთი ტეხნარი ქინქის შემდეგ? ეს ბიჭი ამოათრევს სწორედ საქართველოს ამ წუმპედან, რასაც 136ე ადგილი ჰქვია,ან წაახალისეთ, ან შეაქეთ, რა უბედურებაა ეს კომენტარები. ბოლო- ბოლო 19 წლის ბიჭია, ემ ასაკში არ ყოფილხართ? არ იცით როგორი მგრძნობიარე ასაკია? რას მიახტით ყველანი ერთად. იქნებ ჩვენ არ ვიცით რა დააშავა, გვითხარით აბა.
bavaria
24 ივნისი 2016 15:57
0
რა კომენტარებია?!((რატომ ამდენი ბოღმა 18წლის ბიჭზე(((..წარმატებები გიორგის!დიდი ფეხბურთელი გახდება მალე და მუნდილ–ევროებზეც გავალთ!
ზაზა
24 ივნისი 2016 15:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული