ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო!.. რა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო ანანიძე?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ სპორტულ მედიაში ლამის ტოპ-თემად იქცა და ჩვენც ყოველდღიურად გაცნობთ, რაც იქაურ პრესაში იწერება.

"სპორტ ექსპრესი", ამჯერად, ჯანო ანანიძის ყოფილ მენეჯერს, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილ შემტევს, რევაზ ჩელებაძეს გაესაუბრა.

ვიდრე ინტერვიუზე გადავალთ, შეგახსენებთ, ანანიძემ შესანიშნავად დაიწყო სეზონი: ულამაზესი გოლი გაიტანა ევროპალიგაზე, რასაც რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში დუბლიც მიაყოლა. შემთხვევითი არ არის, რომ ჯანო ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა...

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ!
[VIDEO]

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

ახლა კი გავეცნოთ რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ინტერვიუს რევაზ ჩელებაძესთან...

- ორ მატჩში სამი გოლი! გაგიკვირდათ, ჯანომ ასე კარგად რომ დაიწყო სეზონი?
- გასაკვირი არაფერია. ანანიძე 16 წლის იყო, როცა მოსკოვის "სპარტაკში" მივიყვანე. მან ჯერ კიდევ მაშინ გააკვირვა ყველა. ახლა ჯანომ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. რაც მთავარია, მწვრთნელიც მის გვერდითაა. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანო ვუნდერკინდი იყო ბავშვობიდან.

- რით გააკვირვა სპეციალისტები გასინჯვაზე მყოფმა ანანიძემ?
- მაშინ 16 წლის იყო. სელექცია ებარა სმოლენცოვს. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ანანიძეს ეთამაშა ერთი ტაიმი დუბლებში. მხოლოდ 15 წუთზე დაგვთანხმდა. ჯანოს ანგარიშზე იყო ორი გოლი და ორიც საგოლე პასი. სმოლენცოვი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა - მთავარია, თქვენ ფასი არ აუწიოთ და ჩათვალეთ, რომ მოვილაპარაკეთო. არადა, ბევრი იცინოდა, როცა პატარა ბიჭი დაინახეს...

- მაშინვე გააფორმა ჯანომ კონტრაქტი "სპარტაკთან"?
- ეს მეორე დღეს მოხდა. "სპარტაკის" მაშინდელი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი უყურებდა ამ თამაშს და პირდაპირ თქვა - ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო... მეორე დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება.

- რა თანხა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო? საიდუმლო თუ არ არის...
- არ არის საიდუმლო: 300 000 დოლარი.

- ეს არცთუ ისე ბევრია...
- კი, მაგრამ მაშინ მათ თქვეს, რომ ბავშვში ამდენი ფული ჯერ არ გადაუხდიათ.

- ჯანო 16 წლის მივიდა "სპარტაკში", თუმცა 23 წლისაზე ვერ იტყვი, რომ გუნდის ლიდერია...
- მას ჭკუა არასოდეს აკლდა. ეგაა, ხელს ყოველთვის ტრავმები უშლიდა. ის ვერ ახერხებდა ფიზიკურად სულ მზადყოფნაში ყოფილიყო. ახლა მას ჯანი მოემატა და მინდორზე მისი ჯობნა ძალიან რთულია.

- რა არის მისი პლუსი?
- შესანიშნავად ხედავს მინდორს, ძალიან სწრაფად აზროვნებს, მოქნილია... ერთადერთი, რაც მას არ ჰყოფნის, ეს არის ძალა. თუ ამ მხრივ მოუმატებს, მაშინ ის ძალიან სერიოზული ფეხბურთელი იქნება.

- მას ტრენაჟორები არ უყვარს?
- შეიძლება, ეს ასეა, მაგრამ ის უკვე ვარჯიშობს ტრენაჟორებზე და შედეგიც სახეზეა.

- რომელი მეტსახელია მისთვის ზედგამოჭრილი - "პატარა პირლო" თუ "ქართველი მესი"?
- პირლო ჯობია. მესი საერთოდ არავის არ უნდა შეადარო. ის ხომ სულ სხვა პლანეტიდანაა. პირლო უმაღლესი დონის ოსტატია, მაგრამ ის მაინც ადამიანია... თუ ჯანო ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე, მაშინ ის ვარსკვლავი გახდება.

- შრომისმოყვარეობასთან დაკავშირებით მას პრობლემები აქვს?
- ის არ არის ზარმაცი. შეიძლება, ბუნებრივი მონაცემები არ უწყობს ხელს. მას ძალა უნდა მოემატოს, მინდორზე მეტად რომ გამოჩნდეს. თუ მომძლავრდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, თუ არა და, ისევ ამ დონეზე დარჩება. ტანის აგებულებით ჯანო ჩამოჰგავს ნედვედს. ეგაა, ფიზიკურად უნდა გაიზარდოს. ტექნიკით და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით კი, შეიძლება მასზე წინაც დგას.

- რომელია მისი ოპტიმალური პოზიცია?
- ის ყოველთვის გამთამაშებლად თამაშობდა. მისთვის ოპტიმალური პოზიციაა მარცხენა ნახევარმცველის ადგილი. კახა ცხადაძე მას საყრდენ ნახევარმცველად აყენებდა, მაგრამ ახლანდელივით ვერ თამაშობდა. მას შეუძლია, გოლი გაიტანოს ან საგოლე პასი გააკეთოს. ის შეტევასთან ყოველთვის ახლოს უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ, ჯანო ალენიჩევს საკუთარ თავს აგონებდეს.

- ახლაც მისი მენეჯერი ხართ?
- არა... მისი მენეჯერი გახდა მამა, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჯანო უკვე თავად აგვარებდა თავის საქმეს. მე დღეს ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი გახლავართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
და ვიდრე ჩელებაძე ეყოლება მენეჯერი ვერსადაც ვერ წავა სპარტაკს იქეთ...
ოთო
05 აგვისტო 2016 17:55
0
ზაზა არის 100%-იანი, და მარტო ჯანო კი არა ყველას ეხება ეგ...
Walkabout
05 აგვისტო 2016 11:36
0
სულ 2 თამაში ითამაშა ნორმალურად... რა მესი, რა პირლო? კარგად ხართ? თქვენი ასეთი გამოხტომების ბრალიცაა "სპარტაკში" რო ლპება
სახელი
05 აგვისტო 2016 03:58
0
Shodas; მართლაც გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა. მათი ფეხბურთი( ისევე როგორც მენტალიტეტი) ჩვენს ხასიათში ვერ ჯდება. ურა ფეხბურთი აქვთ მათ, დააკვირდი და მიხვდები, ტექნიკის ნაკლებობა, მაგრამ გორლუკოვიჩის(არ ვიცი რამდენს გახსოვთ) სტილი
დათო
05 აგვისტო 2016 03:39
0
ბოდიში ჯანოსთან, მაგრამ გაუკეთეს ოყნა რუსეთის სახალხო გუნდს?! :)
დათო
05 აგვისტო 2016 03:33
0
Guadua
და ეს ფეხბურთი რა გახდა, ვინც თუნდაც კოლმეურნეობის გუნდში თამაშობს, ყველაზე გვაწვდით ცნობებს, არავის ახსოვს ჭადრაკი, ჭიდაობა...
zurab
04 აგვისტო 2016 23:28
0
ალეინიჩევის ტამაში ტუ გინახავტ, მაგრი ტეხნარი იყო ისიც ცაცია იყო, ეტყობა ჯანოს ტეხნიკა დაევასა და გვერდში დაუდგა.
guami
04 აგვისტო 2016 21:50
0
ახლა ის იკითხეთ სპარტაკს რა უზის მაგის მკურნალობა,წელიწადში მინიმუმ 6-8 თვე ტრამვა აქვს და მკურნალობენ, მგონი ეცოდებათ და არ უშვებენ თორემ კომერციულად აშკარად წამგებიანია გუნდისთვის .ფეხბურთელი რომ წელიწადში 6 თვეს სავადმყოფოში გაატარებს ვის ჭირდება მასეთი. მოკლედ ფიზიკურად არის უსუსტესი.

vano
04 აგვისტო 2016 20:54
0
არ ააქოთეს ამ ჯანოთი ყველაფერი? წელიწადში ერთხელ; რაცხა გაუვარდება და მიდის აურზაური.
ჯანოზე 1000 ჯერ უკეთ ჩემი მეზობელი გლეხიკაცი, 6 ძროხის 7 ღორისა და დიდი საგლეხო მეურნეობის წელგაწყვეტილი პატრონი 40 წელს გადაცილებული გენადია თამაშობს, 3-4 კილოიან კოჟორა კვახებს შიშველი მარცხენა ფეხით 30-40 მეტრში გოდორში აგდებს პირდაპირ, ფეხშიშველა რომ დაცოცხავს სპრინტს აკეთებს 100 მეტრზე 10.5 წამში, რა გაახურეთ საქმე ა? ამან კი 8 წელიწადში ერთხელ 500 გრამიანი ბურთი 20 მეტრიდან კარებში შეაგდო და აამძუეს მსოფლიო რა.

წარმატებები ჯანოს, მაგრამ ასე წელიწადში ერთხელ გამობრწყინებით წარმატება არ მოდის გენაცვალე.

ისე ჯანოს რომ ბუდუ ზივზივაძე სჯობს ამაში ეჭვი გეპარებათ ვინმეს?
Guadua
04 აგვისტო 2016 18:17
0
დაფიქრდით,სხაგან 9 წელი დაელოდებოდენ.სანამ ჯანო მომძლავრდებოდა?
ბადრი
04 აგვისტო 2016 17:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული