კონტრაქტი გაფორმებულია - ოქრიაშვილი მარსელის "ოლიმპიკის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი მარსელის "ოლიმპიკისთვის" შეუტევს.

Sportarena-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს სამედიცინო შემოწმების წარმატებულად გავლის შემდეგ, ოქრიაშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კლუბი ტრანსფერს უახლოეს საათებში გააფორმებს.

კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი ბოლოს თურქულ "ესქისეჰირში" იჯარის წესით თამაშობდა, ბელგიურმა "გენკმა" კი მისი შენარჩუნება არ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედია ამ ბოლო შანსს მაინც არ გააფუჭებს.
giga
09:23 31-08-2016
0
თუ არ ათამაშებენ, მაწონს მაინც გაყიდის
zviadi
09:09 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული