foot01.com: აგენტი ოქრიაშვილის "ოლიმპიკში" ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილის აგენტმა მამე ამიროვმა ფრანგულ გამოცემა foot01.com-თან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი კლიენტის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში" არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმებისას გულის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა, ფეხბურთელს კი 20-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

თუმცა ოქრიაშვილის აგენტი მამე ამიროვი ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს.

"ინტერესი ნამდვილად იყო. ვიყავით კლუბშიც. ოქრიაშვილი მარსელის "ოლიმპიკში" არ გადავა! "გენკსა" და
"ოლიმპიკს" შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. შეთანხმება ვერც "ოლიმპიკსა" და ფეხბურთელს შორის შედგა... მარსელს დღეს ვტოვებთ!", - განაცხადა მამე ამიროვმა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მარსელის ოლიმპიკი კი არა ევროპის უკანასკნელ მაჩანჩალას აღარ უნდა ქართველები.გინდა აქ მოთამაშეები და გინდა ლეგიონერები დასიცხული კამეჩებივით დაიზლაზნებიან მოედანზე და ფეხბურთელობა კი არა,სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ სახეზე,მოხარშულებივით არიან.ნახავთ თუ ასე არ იქნა ავსტრიასთან...
31 აგვისტო 2016 18:19
0
მარსელი დღეს ის მარსელი აღარ არის, მარსელის ლიდერებმა ყველამ დატოვა გუნდი, ეხლა ახალი მფლობელი მოვიდა კლუბში ამერიკელი და სერიოზული გუნდის გაკეთებას აპირებს მომავალ სეზონში, წელს ვერ მოასწრეს და ალბათ აქედან გამომდინარე ჩაიშალა ტრანსფერი,რადგან მარსელს ფული დღეს არ აქვს!...
mame
31 აგვისტო 2016 18:11
0
ქედის ბეტლემსი ინებ წავიდეს კარგი პირობები გაუკეტეს....იქაც ზედმეტია
gri
31 აგვისტო 2016 17:52
0
თოკომ ცოტა მოუკლოს ბარებში ჩილიმის მოწევას და გულის პრობლემებიც არ ექნება, ასევე სასმელის სმას!
saakadze
31 აგვისტო 2016 17:48
0
და მამე ის მაინც გვითხარი სამედიცინო შემოწმებაზე საერთოდ იყო? თუ გენკმა და ოლიმპიკმა ვერ მოილაპარაკეს რა სამედიცინო შემოწმება? და ამავდროულად თურმე ოქრიმ და მარსელმაც ვერ მოილაპარაკეს, ნეტა რაზე ვერ მოილაპარაკეს? დიდ ხელფასს სთხოვდა თორნიკე?:)) არა, მოთხოვნები ჩვენ ფეხბურთელებს იცოცხლეეეეეე....
ggg
31 აგვისტო 2016 15:21
0
მაზოლზე ფეხის დაჭერა მაგარი იცით:))
dsad
31 აგვისტო 2016 15:21
0
პირდაპირ ვამბობ რომ ეს მიზეზი რომელიც ამიროვმა თქვა სასიამოვნო მოსასმენია! რადგან ნაკრებში თამაში არ გაუცდება მაინც ! მაგრამ უპირველესი ლელოს ჟურნალისტის სტატიაა აქ რომელმაც მაგრად მანერვიულა როგორც საქართველოს ნაკრების ქომაგს დაროგორც ადამიანს რომელსაც თურმე აღმოუჩინეს გულის პრობლემა ! არ გცხვენიათ დქვენი სტატიები ტყუილი რომ არ გამოდგეს რაღას სისულელეებსრომ იგონებთ ან კი დაგვისახელეთ ერთი ის "ჩიტი" ინფორმაციებს რომ გაწვდით და არ გვისახელებთ კაცო კაის და მართალ იმფორმაციას თუ გაწვდით ამოღერღეთ ვინაა მაგრამ არავინ რომარაა დათქვენ იგონებთ მიტომ არ ამბობთ !
DAVITI
31 აგვისტო 2016 15:11
0
რამ გაგამწარათ ხალხნოოო !!!
1111
31 აგვისტო 2016 15:05
0
ჩაიყვანა გასასინჯათ და დაიწუნეს.რა არის აქ უცნაური?
აი რაც შეეხება ქართულ მედიას("ოქრუაშვილის გადასვლა მარსელში გადაწყვეტილია","ოქრუაშვილმა ოლიმპიკთან კონტრაქტი გააფორმა","ოქრიაშვილი მარსელის ოლიმპიკის წევრია"),ჩრდ.კორეას დონეზეა განვითარებული...
Zaza
31 აგვისტო 2016 14:55
0
შენ თუ აგენტი ხარ და აგენტი ვიგაა მაშინ,ეს გაგრია ესა
ee memeee
31 აგვისტო 2016 14:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული