ჭანტურია VS ჟულიანო - ქართველი დრიბლინგით რუსეთში საუკეთესოა!

AutoSharing Option
დღეს, 16 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, გიორგი ჭანტურიას "ურალი" "ზენიტს" უმასპინძლებს. InStat Football-ის ანალიტიკოსებმა ერთმანეთს ამ გუნდების წამყვანი შემტევი ნახევარმცველები, ჟულიანო და გიორგი ჭანტურია შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში, ჟულიანოს ჭანტურიაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ ქართველსაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები - უპირველესად, ეს დრიბლინგია.

ამჟამად, ჭანტურია დრიბლინგის მაჩვენებლით რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია (ერთ მატჩში საშუალოდ 16). ჭანტურია ამ მაჩვენებლით წინა წელს რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბრაზილიელ ჰალკსაც კი სჯობს, რომლის ანგარიშზე ერთ მატჩში საშუალოდ 14 დრიბლინგი იყო. აღსანიშნავია ასევე ჭანტურიას მაღალი
ეფექტიანობა ამ მაჩვენებელში - მისი დრიბლინგების 70% წარმატებულია.

InStat-ის ვერსიით, ჟულიანო რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტა ყველას 70 პროცენტიანი წარმატებული დრიბლინგი ქონდეს.
kanisaresi
11:16 17-10-2016
0
დრიბლინგი ღუპავს ფეხბურთელს დრიბლინგი და მატაობა რა ჯობია იმის ხილვას დაარტყი მოიშორე ან ბეტონიდან ასხლეტილი მიღება როაქ ზოგიერთებს ნაკრებში.დდ
qutaiseli
08:24 17-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული