ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპულ სტადიონებზე ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის "დინამომ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი აკაკი გოგია იცავს, საკუთარ მოედანზე "შტუტგარტი" მიიღო და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელთა რიგებში დუბლი გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, რომელმაც საგოლე გადაცემაც მიითვალა, მოედანზე კი 83-ე წუთამდე დაჰყო.

გოგიამ გოლები ერთმანეთის მიყოლებით, 44-ე და 74-ე წუთებზე გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე, მისი პასის შემდეგ დაფიქსირდა.

მიმდინარე ჩემპიონატში აკაკი გოგიას ანგარიშზე 6
ჩატარებულ მატჩში გატანილი 3 გოლია. რაც შეეხება მის გუნდს, 9 ტურის შემდეგ "დინამოს" 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია.

რაც შეეხება გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ჰუფნაგელის გუნდს, მე-7 ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" 1:2 წააგო და ჯერჯერობით ცხრილში 9 ქულით მე-10 ადგილზეა. ჰუფნაგელი სტუმართა განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგან მგონი უარი ტქვა ნაკრებში ტამაშზე
ალეკსანდრე
16 ოქტომბერი 2016 14:19
0
ნაკრების წევრობის კანდიდატი მომეწონა ))) ვინ დაასახელა კანდიდატად? ))) ამან თვითონ დაკარგა თავისი თავი ნაკრებისთვის თავის დროზე.
kote
16 ოქტომბერი 2016 13:52
0
ფეხბურთის ფედერაციას- არ არის ეს ბიჭი დასაკარგი. ნამდვილად გამოადგება ნაკრებს
ggფ
16 ოქტომბერი 2016 13:20
0

სიახლეები პოპულარული