ანანიძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ჭანტურიას კი, რომელიც სადათარიგო იყო, არ უთამაშია.
მატჩის 73-ე წუთზე "სპარტაკის" მწვრთნელმა მასიმო კარერამ მოედნიდან ნახევარმცველი იველინ პოპოვი გაიყვანა, ამ ყველაფერმა კი ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის შემდგომ კარერამ ამაზე კომენტარი გააკეთა.
"ჩემი პრობლემა არაა ვის რა სწყინს. ცვლილებებს გუნდის სასიკეთოდ ვაკეთებ და არა ვინმეს საწყენად. ჯანო ანანიძე ბურთს უკეთ აკონტროლებდა და ამიტომ დავტოვე
"სპარტაკს" 25 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზეა.