ოქტომბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა უკვე დაასახელეს ოქტომბრის საუკეთესო ლეგიონერები. გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 2,5 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ვაკო გვილიამ. მეორე ადგილზე დავით სხირტლაძე გავიდა, მესამეზე - ჯანო ანანიძე.

Sportall.ge-ს მკითხველებმა ოქტომბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს

მკითხველების შემდეგ, საუკეთესო სამეული 8 ნომინანტიდან საიტის რედაქციამაც დაასახელა.

10 ქულით გაიმარჯვა ნიკა კაჭარავამ (ეთნიკოსი), რომელმაც ამას წინათ კვიპროსის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა

7 ქულით მეორე ადგილზეა დავით სხირტლაძე (სილკებორგი), რომელიც თავს დანიის ჩემპიონატში შესრულებული ჰეთ თრიკით იწონებს.

მესამე ადგილზე 3 ქულით არის გიორგი ჭანტურია
(ურალი).

ქულები მიიღეს ვაკო გვილიამ (2) და გიორგი ქვილითაიამაც (2). შეგახსენებთ, რომ ნომინანტთა შორის ასევე იყვნენ ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა და ირაკლი სირბილაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული