კახა ცხადაძემ ვიცე-ჩემპიონი "ქაირათი" ყაზახეთის თასის ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა", რომელმაც ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ქვეყნის თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

5 ნოემბერს გამართულ თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად
"ატირაუს" ანგარიშით 3:0 მოუგო. პირველი შეხვედრა ალამთელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.

"მადლობას გადავუხდი ჩვენს ფეხბურთელებს იმისთვის, რომ მიუხედავად მოედნის მდგომარეობისა, კარგი ფეხბურთი აჩვენეს და გაიმარჯვეს. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. აგრესიულად თამაშზე ვიყავით განწყობილნი და ვაპირებდით, არ მიგვეცა მეტოქისთვის ინიციატივა. ძალიან სწრაფი გოლი გავიტანეთ, რის შემდეგაც დაცვაში საიმედოდ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში სრულად
ვაკონტროლებდით შეხვედრას, კიდევ ორჯერ გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო", - თქვა თამაშის შემდეგ ცხადაძემ.

ყაზახეთის თასისთვის გადამწყვეტ მატჩში კახა ცხადაძის გუნდის მეტოქის ვინაობა "ასტანა"-"ირტიშის" წყვილში უნდა გაირკვეს. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა "ასტანა არენაზე" 6 ნოემბერს უნდა გაიმართოს, პირველი დაპისრიპირება კი შოთა გრიგალაშვილის გუნდმა "ირტიშმა" შინ 1:2 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა აქვს შედეგი ცხადაძეს ლამაზი წაგების გარდა
0
Ra axlobelio aq rauazro komentarebs wert?kacma ardazoga tavi da miagwia kidec rezultats,nu skdebit shurit da cota iazrovnet.kaxi warmatebebi dzmao.
Alika
10:13 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული