გიორგი ჭანტურიას ოპერაცია სჭირდება და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ფეხბურთს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" (1:1) მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. წინასწარი ინფორმაციით, გიორგის გამოჯანმრთელებას ექვს თვემდე პერიოდი დასჭირდება. ამის შესახებ "ურალის" პრესსამსახური იუწყება.

გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ... ეხლა კი ბევრი დრო ექნება კლუბები და ქალებში სასიარულოდ გიორგის. ოპა...
ქომაგი
15:48 29-11-2016
0
ურალში ადრე ხალხს ასახლებდნენ დასასჯელად,სამწუხაროა რომ გიორგის ესეთ ცივ ზამთარში მოუწია იქ ბურთის გორაობა და სხვაგან მისი ადგილი აღარ მოიძებნა :(
vova
14:15 29-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული