წყაროს ცნობით, კანკავას შეძენა "მეცის" 57 წლის მთავარ მწვრთნელ ფილიპ ენშბერგერს სურს და ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"მეცი", რომელი საფრანგეთის 20-გუნდიან ლიგა 1-ში გამოდის, 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
30 წლის კანკავა "რეიმსში" 2015 წლის აგვისტოს უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში კანკავამ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.