მსოფლიოს სტადიონების რეიტინგი და ქართული "არაშენდა"

AutoSharing Option
ახლახან საინტერესო ამბავი გავრცელდა. 5 არქიტექტორისგან შემდგარმა ჟიურიმ 2016 წელს აშენებული 10 საუკეთესო სტადიონი დაასახელა. ფოტოებს რომ გადახედავ, გესიამოვნება - ლამის ყველა კონტინენტზე ქვეყნები ერთმანეთს ლამაზი, კომფორტული და ულტრათანამედროვე არენების აშენებაში ეჯიბრებიან...

ცხადია, ამ სილამაზის ყურებაში გონება გაგექცევა და ოცნებას მიეცემი, რომ ანალოგიური პროცესი საქართველოშიც დაიწყოს. მაგრამ გრანდიოზულ სტადიონებს ვინ ჩივის, პატარა, კოხტა საფეხბურთო არენებიც სანატრელი გაგვიხდა.

ამიტომ, დღეს ჩვენ იმ ქალაქების სიას გამოვაქვეყნებთ, სადაც სტადიონების აშენებაზეც ბოლო წლებში ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ უმრავლესობას საშველი არ დაადგა:

ქალაქი ტევადობა
ბათუმი 22 000
სამტრედია 10 000
ზუგდიდი 7 200
საჩხერე 5 000
ფოთი 4 000
ხობი 3 500
ჭიათურა 3 000
ახალი თბილისი 2 500

ბათუმში სტადიონს 2006 წლიდან "აშენებენ", რეალურად კი ჯერ მხოლოდ მაკეტებსაც ვერ გავცდით. უკვე 11 წელია, აუშენებელი სტადიონი გულშემატკივარს გულს ტკენს, რადგან ამაში ქვეყნის უსუსურობა იკვეთება - მას მცირე არენის აშენება არ შეუძლია.

აჭარის ხელისუფლებამ მორიგი განმარტება გააკეთა: ბათუმის სტადიონის პროექტი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი, რომელიც დასკვნას უახლოეს პერიოდში გაამზადებს. დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ კი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით პროცედურები აუცილებლად დაიწყება.

ბათუმის საერთაშორისო სტადიონი წმინდა საფეხბურთო ტიპის იქნება, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და 20 ათას მაყურებელს დაიტევს. მისთვის ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე 8 ჰექტარია გამოყოფილი, ხოლო 2017 წლის აჭარის ბიუჯეტში მშენებლობისთვის 38 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ სტადიონის პროექტის ავტორი თურქული კომპანია Bahadir Kul Architects-ია, რომელსაც ქაისერის "კადირ ჰასის" და "გაზიანთეფ არენას" პროექტები ეკუთვნის.

მაგრამ საფუძვლის ჩაყრა როდის დაიწყება და დეკემბერში ექსპერტიზის მიერ შეპირებული დასკვნა როდის იქნება? ფაქტია, რომ გულშემატკვარს ევროკავშირში შესვლის უფრო სჯერა, ვიდრე ამ დაპირებების რეალურობის.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას მოულოდნელად განაცხადა, რომ სამტრედიაში 10-ათასიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ამაზე შარშან ლაპარაკობდნენ, მაგრამ არავინ ადასტურებდა. თუმცა როდის დაიწყება "ეროსი მანჯგალაძის" განახლება თუ ახალ სტადიონს აშენებენ, ეს ჯერ უცნობია.

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის დანგრევის შემდეგ ქაღალდკომბინატის დაკონსერვებული სტადიონის მშენებლობა გადაწყდა, მაგრამ ჯერ მის დასრულებასაც ბევრი უკლია.

ფოთში სამჯერ ჩატარდა სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, ფულიც გამოიყო და ის კონკრეტულ კომპანიას დაერიცხა, მაგრამ სტადიონი ვერ აშენდა და არავინ იცის, ამათი უნიათობის გამო "კოლხეთი" კიდევ როდემდე იწოწიალებს ქალაქიდან ქალაქში.

ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე ეს პარადოქსიც მეტყველებს: გუნდს ისედაც მწირი ბიუჯეტი აქვს და ამ აუშენებელი სტადიონის ხარჯებსაც (100 ათას ლარამდეა) ის ისტუმრებს, რაც ღარიბ კლუბს სერიოზულ ტვირთად აწვება. სტადიონი გუნდს სჭირდება და თითქოს, ეს კარგია, მაგრამ აუშენებელი ობიექტის გადამისამართება, რომელიც მხოლოდ ხარჯია, კოლხებს რაში სჭირდებათ?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში "ფაზისის" სტადიონზე მშენებლობა განახლდება და მოედანი მოეწყობა. მაკეტის სურათიც დაიდო. ფოთის მერმა განაცხადა, რომ 2017 წელს "კოლხეთს" ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარებენ. გუნდის დირექტორმა, თემურ ბარქაიამ ამ საკითხზე მოკლედ მოჭრა, იმედია, ჩვენი მოლოდინი გამართლდებაო.

თუმცა საკითხის განხილვისას ასეთი კითხვებიც გაისმა - უახლოეს მომავალში რამდენი წელიწადი იგულისხმება? ისიც გაიხსენეს, რომ ეს ფოტო ყოველ წელს იდება და იკითხეს, უახლოეს დროში 3-დან 40 წლამდე ხომ არ იგულისხმება. სერიოზულად კი ყველას აინტერესებს, მშენებლობა რეალურად როდის დასრულდება.

საჩხერეში ივანწმინდის ბაზისა და საჩხერეს ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. "ჩიხურას" დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, წელს მოედნების შეცვლას აპირებენ და სამივე ბუნებრივი იქნება. პირველი ივანწმინდას სარბიელზე დაიგება, ორი კი - საჩხერეს ძველ სტადიონზე. ამას გარდა, ერთი არასტანდარტული მოედანიც მოეწყობა, რომელსაც მეკარეების სავარჯიშოდ და ფიზიკური დატვირთვებისთვის გამოიყენებენ.

კლუბში იმედოვნებენ, რომ საჩხერეს "ჩიხურა" საკუთარი სტადიონისა და მოედნების პრობლემას მომავალი წლიდან აღარ წააწყდეს და რომ 2018 წლის დასაწყისისთვის საჩხერეს არენას ისე მოაწესრიგებენ, რომ განათებაც იყოს, გასახდელებიც, საშხაპეებიც, მსაჯების, დელეგატებისა და საექიმო ოთახები და ტრიბუნებიც, მთლიანობაში კი სტადიონს ისე მოაწყობენ, რომ ევროპის ლიგის საშინაო შეხვედრებს უმასპინძლებენ.

რეალური ჩანს ხობის ცენტრალური სტადიონის განახლებაც. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოპოვებული 500 ათასი ლარი სტადიონის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯება. რეკონსტრუქცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და ხობის "კოლხეთის" დირექტორის, კობა კობახიძის თქმით, მალე უნდა დასრულდეს.

კომუნისტების დროს, ხის სკამები 14 ათას კაცს იტევდა. მაგრამ ამორტიზირებული მხარის ადგილზე გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები მოეწყობა, ტრიბუნების ტევადობა კი 4 800 მაყურებლამდე შემცირდება. მაგრამ ხობის ცენტრალური სტადიონის პრობლემად მოედნის საფარი რჩება.

ჭიათურაში სტადიონის განახლება 2015 წლიდან სურთ, მაგრამ ჯერ დიდი ძვრები არაა. ყველაზე რეალური და კონკრეტული კი "ახალი თბილისის" სტადიონის რეკონსტრუქციაა, სადაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება - იქ ბალახის საფარი დააგეს და საჭირო ინფრასტრუქტურასაც ანახლებენ.

სამწუხაროდ, ქვეყანაში 4 ნორმალური სტადიონი არ გვაქვს, სადაც გუნდები ითამაშებენ. ამის გამო, თბილისის "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი და ქობულეთის "ჩელე-არენა" ყველაძზე მეტად იტვირთება. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის "დინამოს" და ფოთის "კოლხეთს" საკუთარი სტადიონები არ აქვთ, ისინი ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ითამაშებენ, ისევე როგორც ადგილობრივი "შუქურა".

ახლა ყველა მოქმედი სტადიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს ემსგავსება, მით უფრო, ქობულეთის სტადიონი და სანამ ახალი არენების მაკეტების გამოფენები დასრულებულა, "ჩელე-არენაზე" საფარის გამოცვლა მაინც შეიძლებოდა - ბოლოს და ბოლოს, იქ ერთდროულად სამი გუნდი ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბათუმის და ბათუმელების ცოდვა დაგედოთ ყველა ფეხბურტის მესვეურებო.რაგახდა ბათუმში ერთი კოხტა ლამძი მოედნის აშენება მოწყობა.მაგრამ არავის არუყვარს არც ბათუმი და არც მისი დინამო.ვისაც გეხებათ წაიკითხეთ გაითვალისწინეთ და ბათულებს პატივიეცით.თქვენ არასწორო ადამიანებო
კახაბერ დარჩია
05 მარტი 2017 23:42
0
რასაც ვიმსახურებტ ის მას ვგებულობტ.მე ფეხბურტზე სიარულს ტავი დავანებე და მკიდიააა,უჰურებ რაგბს და კალატბურტს.
bajo
05 მარტი 2017 23:26
0
რატო არ დამიბეჭდეთ? რა ნაციონალების საიტი გახდით?
მე ზაზას ვუპასუხე, როცა თქვა იმსახურებთ იმ ხელისუფლებასო. მართლა იმსახურებს ზაზას და რეალისტისნაირები იმ ხელისუფლებას რომელმაც ბათუმის ახლადაშენებული სტადიონი დაანგრია და რუსეთუმე სიჭინავა დანიშნა. კობიაშვილის ბრალი ნაღდად არ არი რაც ხდება. ხოდა ამ სახელმწიფოს კიდევ ფული დიდხანს არ ექნება, მაგარი სტადიონების ასაშენებლად. რასაც ხარჯავს, ის გამოიყენეთ ჭკვიანურად. რა იყო ნაცების გეშინიათ და იმიტომ არ მიბეჭდავთ????? რეალისტის აბდაუბდა და მოგონილი ხომ დაბეჭდეთ.
zazas
05 მარტი 2017 21:40
0
მაგ ქალაქს ადგილობრივების ბაზაზე დაკომპლექტებული ძალიან კარგი გუნდი ჰყავს,ორი დღის წინ ,,დასავლეთის თასი-2017"-ის გათამაშებაშიც გაიმარჯვა,მაგრამ პრობლემა ის არის რომ საკუთარ რაიონში ვარჯიშის და თამაშის საშუალება არ ეძლევა და გულშემატკივრები იძულებული ვართ მათი თამაშები სხვადასხვა რაიონებში სიმწრით დათმობილ სტადიონებზე ვიყუროთ.
ლუკა
05 მარტი 2017 21:23
0
ზუგდიდში წელს დამთავრდება სტადიონის მშენებლობა!!! ოფიციალური წყაროებიდან მოიპოვეთ ხოლმე ინფორმაცია და "ადმინ" გარეთაც გადით ხოლმე (გაიკითხ-გამოკითხეთ, ადგილებზე ნახეთ სიტუაცია- ამ სემთხვევაში ვგულისხმობ ზუგდიდს) და ისე წერეთ სტატიები.
პ.ს. გამოაქვეყნეთ

დემეტრე
05 მარტი 2017 21:02
0
და ამ ფონზე ქალაქი სადაც ყველაფერი აქვთ, სტადიონი, ბაზა, და ყველაინაირი ინფრასტრუქტურა! მეტიც ბაზა სხვა ქალაქშიც გააჩნიათ წინა ფედერაციის ინტერესების გამო უგუნდოდ დარჩა! ახლანდელმა ფედერაციამ კი ვერ გამოძებნა მექანიზმი, რომელიც ამ გუნდს დააბრუნებდა ქართულ ფეხბურთში! და ამავე დროს კი მშვენივრად სარგებლობენ ნაკრებები და გუნდები ამ ინფრასტრუქტურით!
mrm
05 მარტი 2017 17:35
0
არ აქვთ ფული, ბიუჯეტი გამოხრულია რაც წინა მთავრობა 1 მილიონს თუხარჯავდა პრემიებში ესენი 10ს ხარჯავენ. განადგურდა ეკონომიკა, როგორ იმედით ველოდით ბიძინას. მილიონობით ხალხი მუშაობს გამგეობებში მერიებში სამინისტრორბში არაფრს აკეთებნ დ აშემცირება რიგითი მომუშავე ხალხით დაიწყეს. გაღატაკდა ხალხი სტადიონი კიარა
რეალისტი
05 მარტი 2017 14:29
1
მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს მოიგებს თავისი ნათესავის კომპანია მერე სახელმწიფოსგან გამოიყოფა თანხები ამ კომპანიის მიმართ ეს კომპანია ჩაიდებს ფულს და მოხევს ხალხი დარჩა ხახამშრალი!!!! როგორი ხალხიც ვართ ისეთი მთავრობა გვყავს სპორტშიც, ხელისუფლებაშიც და ყველგან.
dima
05 მარტი 2017 14:23
1
...იმსახურებს იმ ხელისუფლებას....შესაბამისი შედეგებით
ზაზა
05 მარტი 2017 13:40
1
მერაბ-კიდიათ ყველაფერი...
ზაზა
05 მარტი 2017 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული