გორის საკრებულომ საამისოდ 560 ათასი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქის მერია არენის რეაბილიტაციას უახლოეს ხანებში პროექტის მომზადებით დაიწყებს, რასაც მალე ტენდერიც მოჰყვება და უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დაწყებაც.
560 ათასი ლარი, რომელიც ქალაქ
ვინაიდან, ახლა პროექტის შედგენის პროცესი მიმდინარეობს, ზედმიწევნით არც ისაა ცნობილი, კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს სტადიონზე, მაგრამ ის, რომ განათება გაკეთდება და ტაბლო შეიცვლება, უკვე ცნობილია.
გარდა ამისა, მოხდება გასახდელებისა და საშხაპეების რეაბილიტაცია. იგეგმება საკომენტატორო ოთახების, ვიდეოოპერატორებისთვის ჯიხურების დამონტაჟება. შეიცვლება სტადიონზე შესასვლელი ყველა კარი. გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაც, არენა გარედანაც რიგიანად შეიფუთება.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს საფუძვლიანი რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა. აქ არსებული მინდვრის საფარი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ტრიბუნები, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზეა, ამჟამად 4 ათას მაყურებელს იტევს. გორის სარბიელმა უკვე უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო შეხვედრას ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით. შარშანწინ აქვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გორის "დილას" მონაწილეობით...
ერთი სიტყვით, სტადიონის მესვეურებსა და პერსონალს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვთ, თუმცა ახლა ტურნირის რანგი გაცილებით მაღალია და მოთხოვნებიც - შესაბამისი.
საერთოდ, არენის რეაბილიტაცია კარგია იმითიც, რომ ჩაივლის ტურნირი და გორსა და ზოგადად, ქვეყანას ერთი ხარისხიანი სტადიონიც შეემატება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"