გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რემონტი იგეგმება

AutoSharing Option
სადაცაა საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს (2-15 ივლისი). გორი ის ქალაქია, სადაც ტურნირის გახსნის მატჩია დაგეგმილი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენას კი ამ დონის შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად რემონტი სჭირდება.

გორის საკრებულომ საამისოდ 560 ათასი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქის მერია არენის რეაბილიტაციას უახლოეს ხანებში პროექტის მომზადებით დაიწყებს, რასაც მალე ტენდერიც მოჰყვება და უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დაწყებაც.

560 ათასი ლარი, რომელიც ქალაქ
ის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, ცხადია, არ იქნება საკმარისი. საამისოდ, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. ჯერჯერობით, ვერ დავაზუსტეთ, რამდენი იქნება ქვეყნის ბიუჯეტის წილი, თუმცა ის კი შევიტყვეთ, რომ ჯამურად ეს თანხა მილიონ-ნახევარი იქნება.

ვინაიდან, ახლა პროექტის შედგენის პროცესი მიმდინარეობს, ზედმიწევნით არც ისაა ცნობილი, კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს სტადიონზე, მაგრამ ის, რომ განათება გაკეთდება და ტაბლო შეიცვლება, უკვე ცნობილია.

გარდა ამისა, მოხდება გასახდელებისა და საშხაპეების რეაბილიტაცია. იგეგმება საკომენტატორო ოთახების, ვიდეოოპერატორებისთვის ჯიხურების დამონტაჟება. შეიცვლება სტადიონზე შესასვლელი ყველა კარი. გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაც, არენა გარედანაც რიგიანად შეიფუთება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს საფუძვლიანი რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა. აქ არსებული მინდვრის საფარი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ტრიბუნები, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზეა, ამჟამად 4 ათას მაყურებელს იტევს. გორის სარბიელმა უკვე უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო შეხვედრას ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით. შარშანწინ აქვე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გორის "დილას" მონაწილეობით...

ერთი სიტყვით, სტადიონის მესვეურებსა და პერსონალს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვთ, თუმცა ახლა ტურნირის რანგი გაცილებით მაღალია და მოთხოვნებიც - შესაბამისი.

საერთოდ, არენის რეაბილიტაცია კარგია იმითიც, რომ ჩაივლის ტურნირი და გორსა და ზოგადად, ქვეყანას ერთი ხარისხიანი სტადიონიც შეემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლა ცუდია რომ არ ტარდება დასავლეთ საქართველოსი მარა ამის მიზეზი ისაა რომ,გუნდებს შორი მანძილის გავლა არ მოუხდეთ ფრენის შემდეგ და სწორედ ამიტომ ტარდება თბილისის გაღშემოო.გასაგებია რომ ქუთაისშიცაა აეროპორტი მარა როცა სიჭინავა იყი პრეზიდნენტი მაშინ ასეთი განმარტება მისცა ხალხს,სხვა ქალაქებში ჩატარებასთან დაკავშირებით
LionMan
21:06 03-03-2017
0
ცუდია რომ დასავლეთ საქართველო არ მასპინძლობს თამაშებს. ფოთს რო სტადიონი არა აქვს ეს ცუდია მართლა, ისევე როგორც ბათუმს, მაგრამ არსებული მოცემულობით ზესტაფონი და ქუთაისი ნამდვილად მოახერხებდნენ ერთი ჯგუფის მასპინძლობას.
irakli Apkhaidze
19:17 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული